საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

ჯუანშერ ბურჭულაძე და სურენ პაპიკიანი
ჯუანშერ ბურჭულაძე და სურენ პაპიკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2023
გამოწერა
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ერევანში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილეს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ერევანში მოაწერეს ხელი, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი სომხეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გარდა ამისა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა სომეხმა კოლეგამ სურენ პაპიკიანმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში საქართველო მზად არის გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა.
ეუთო: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიაში>>
ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის დეკემბერში „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიაში პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ - არაოფიციალურ გარემოში აუდიენცია პრემიერ-ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით გაიმართა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0