ეუთო: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიაში

© photo: Sputnik / Annabel_Pთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
გამოწერა
პაპუაშვილის თქმით, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველო მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველო გადამწყვეტ, კონსტრუქციულ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობის კუთხით, განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (PA) პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე .
კაუმა საქართველოს სამხრეთკავკასიის ტურნეს ფარგლებში ეწვია. თბილისის შემდეგ იგი ერევანში გაემგზავრება, რათა „სრული წარმოდგენა შეექმნას ამ რეგიონზე".
„მინდა გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამავე დროს აღვნიშნო, რომ თქვენ გაქვთ ძალიან გადამწყვეტი როლი სამხრეთ კავკასიაში, თქვენ თამაშობთ კონსტრუქციულ და ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონული სტაბილურობის თვალსაზრისით", - განაცხადა კაუმამ.
2021 წლის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
2023 წლის ოქტომბერში, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერი ალი ასადოვი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიაში პირისპირ პირველად საქართველოში შეხვდნენ - არაოფიციალურ გარემოში აუდიენცია პრემიერ-ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით გაიმართა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების რეიტინგების საიდუმლოს ფარდა ახადა>>>
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (PA) პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მშვიდობის,უსაფრთოებისა და დემოკრატიის განმტკიცების მიზნით საქართველო მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა.
„ჩვენ ვაფასებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალისხმევას რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობისთვის. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს საპარლამენტო არჩევნების საკითხზე, რომელიც ქვეყანაში 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
„პრეზიდენტს გავაცანი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სიახლეები და კიდევ ერთხელ გამოვთქვი საქართველოს მზადყოფნა გააგრძელოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მრავალწლიანი ტრადიცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კოლეგები ასევე დააკვირდებიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
„როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების დაკვირვებაზე, როგორც მოგეხსენებათ, ეუთოს საპარლამენტო მისია ახორციელებს სადამკვირვებლო მისიებს, ეს გავაკეთეთ წინა არჩევნებზე და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელსაც მოგვიწვევთ, როცა საპარლამენტო არჩევნები იქნება“, - განაცხადა კაუმამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ყველა ახალი ამბავი
0