https://sputnik-georgia.com/20231117/qartulma-ocnebam-kramons-mkvetrad-upasuxa-sarjvelaze-284305650.html
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარის განცხადებას მკვეთრად უპასუხა
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარის განცხადებას მკვეთრად უპასუხა
Sputnik საქართველო
გერმანელმა პოლიტიკოსმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აღდგენით სამუშაოებში პოლიტიკური მიზანი დაინახა. 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T17:38+0400
2023-11-17T17:38+0400
2023-11-17T17:38+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო
ქართული ოცნება
ევროპარლამენტი
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966551_0:184:1842:1221_1920x0_80_0_0_d316469920f923497f0ed30d1000f681.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პოლიტიკა და დედაქალაქის გალამაზებისა და გაუმჯობესების გეგმები არ შეიძლება ოპოზიციის დღის წესრიგს მოერგოს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ მიხეილ სარჯველაძემ ევროპარლამენტის დეპუტატის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე კომენტარისას.გერმანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, რუსთაველის გამზირის აღდგენის სამუშაოებში, რაც 2024 წლიდან არის დაგეგმილი, პოლიტიკური მიზანი დაინახა. „ცენტრალური გამზირის ბლოკირება არჩევნების წელს პრობლემის გადაჭრის ტიპური საბჭოური სტილია“, – დაწერა კრამონმა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში იმალება ხელისუფლების შიში, რომ როგორმე წინ აღუდგეს მოსალოდნელ პროტესტს.დეპუტატმა ასევე ევროპარლამენტარის ვარაუდებთან დაკავშირებით რიტორიკული კითხვა დასვა.„ვიოლა ფონ კრამონს რატომ ჰგონია, რომ აუცილებლად უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში მასშტაბური აქციები, ამაზე მე რიტორიკულად დავსვამდი კითხვას, მაგრამ იქნებ მედიამ ჰკითხოს, რა აძლევს ამის თქმის საფუძველს?“ – დასძინა სარჯველაძემ.რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 15 ნოემბერს განაცხადა. გამზირის რემონტი 2024 წელს დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება. სამუშაოები სამ ეტაპს მოიცავს.ევროპარლამენტის დეპუტატი საქართველოში დაძაბულობის კერების შექმნას უწყობს ხელს - მდინარაძე>>საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. გამსვლელი ბარიერი 5%–ია. პარტია, რომელიც ამომრჩევლების ხმების ნახევარს მიიღებს, შეძლებს პრემიერობის კანდიდატის წამოყენებას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.ვიოლა ფონ კრამონი და საქართველოვიოლა ფონ კრამონმა მაისში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ყველა პირობა, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.ევროდეპუტატი მონაწილეობდა პოლიციის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში, რომელიც 1 აპრილს საქართველოს მთავრობის შენობასთან გაიმართა. გრიგორიადისი დაკავებულია თბილისში 7–9 მარტის აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო ავტომობილის დაწვის გამო.გამოძიების მონაცემებით, 21 წლის მამაკაცი რუსთაველზე აქციების დროს პოლიციელებს ესროდა ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. მან ასევე ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანას.კატეგორიულად მიუღებელია - სარჯველაძემ ევროდეპუტატი მიკერძოებაში დაადანაშაულა>>მოგვიანებით, ივლისში ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამბიციური ევროპული ტიპის თაობაა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მას ევროპული მომავალი სურს. ევროდეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს თაობა ცვლილებებს მოიტანს.ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მიზნის მიღწევაში, ის აპირებს გააგრძელოს ბრძოლა საქართველოსთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.ვიოლა ფონ კრამონმა სექტემბერში განაცხადა, რომ ქართველი ხალხი, მთავრობისგან განსხვავებით, იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. მისი თქმით, დროა, მიიღონ სიგნალი ქართველი ხალხისგან და დაიწყოს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.უფრო ადრე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კრამონი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ აგრესიით გამოირჩევა და თავისი განცხადებებით ქვეყანაში დაძაბულობის კერებს ქმნის.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966551_294:154:1716:1221_1920x0_80_0_0_32d626d94f6db385b5f471fc50fc2a80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, ქართული ოცნება , ევროპარლამენტი, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, ქართული ოცნება , ევროპარლამენტი, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარის განცხადებას მკვეთრად უპასუხა
გერმანელმა პოლიტიკოსმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აღდგენით სამუშაოებში პოლიტიკური მიზანი დაინახა.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პოლიტიკა და დედაქალაქის გალამაზებისა და გაუმჯობესების გეგმები არ შეიძლება ოპოზიციის დღის წესრიგს მოერგოს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ მიხეილ სარჯველაძემ ევროპარლამენტის დეპუტატის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე კომენტარისას.
გერმანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, რუსთაველის გამზირის აღდგენის სამუშაოებში, რაც 2024 წლიდან არის დაგეგმილი, პოლიტიკური მიზანი დაინახა. „ცენტრალური გამზირის ბლოკირება არჩევნების წელს პრობლემის გადაჭრის ტიპური საბჭოური სტილია“, – დაწერა კრამონმა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში იმალება ხელისუფლების შიში, რომ როგორმე წინ აღუდგეს მოსალოდნელ პროტესტს.
„მინდა ვუთხრა მის მეკავშირეებს საქართველოში ოპოზიციის სახით, რომ არ შეიძლება, ოპოზიციის დღის წესრიგს მოერგოს მთელი ქვეყნის სამომავლო პოლიტიკა და ჩვენი ქალაქის გაუმჯობესების, გალამაზების გეგმები დაკავშირებული იყოს იმასთან, ოპოზიციას რამდენად აწყობს ეს კონკრეტულ ვითარებაში და რამდენად - არა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატმა ასევე ევროპარლამენტარის ვარაუდებთან დაკავშირებით რიტორიკული კითხვა დასვა.
„ვიოლა ფონ კრამონს რატომ ჰგონია, რომ აუცილებლად უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში მასშტაბური აქციები, ამაზე მე რიტორიკულად დავსვამდი კითხვას, მაგრამ იქნებ მედიამ ჰკითხოს, რა აძლევს ამის თქმის საფუძველს?“ – დასძინა სარჯველაძემ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 15 ნოემბერს განაცხადა. გამზირის რემონტი 2024 წელს დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება. სამუშაოები სამ ეტაპს მოიცავს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. გამსვლელი ბარიერი 5%–ია. პარტია, რომელიც ამომრჩევლების ხმების ნახევარს მიიღებს, შეძლებს პრემიერობის კანდიდატის წამოყენებას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ვიოლა ფონ კრამონი და საქართველო
ვიოლა ფონ კრამონმა მაისში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ყველა პირობა, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.
ევროდეპუტატი მონაწილეობდა პოლიციის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში, რომელიც 1 აპრილს საქართველოს მთავრობის შენობასთან გაიმართა. გრიგორიადისი დაკავებულია თბილისში 7–9 მარტის აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო ავტომობილის დაწვის გამო.
გამოძიების მონაცემებით, 21 წლის მამაკაცი რუსთაველზე აქციების დროს პოლიციელებს ესროდა ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. მან ასევე ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანას.
მოგვიანებით, ივლისში ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამბიციური ევროპული ტიპის თაობაა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მას ევროპული მომავალი სურს. ევროდეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს თაობა ცვლილებებს მოიტანს.
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მიზნის მიღწევაში, ის აპირებს გააგრძელოს ბრძოლა საქართველოსთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
ვიოლა ფონ კრამონმა სექტემბერში განაცხადა, რომ ქართველი ხალხი, მთავრობისგან განსხვავებით, იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. მისი თქმით, დროა, მიიღონ სიგნალი ქართველი ხალხისგან და დაიწყოს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.
უფრო ადრე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კრამონი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ აგრესიით გამოირჩევა და თავისი განცხადებებით ქვეყანაში დაძაბულობის კერებს ქმნის.