https://sputnik-georgia.com/20230922/kramoni-saqartvelosi-dazabulobis-kerebis-seqmnas-uwyobs-xels-282566619.html
ევროპარლამენტის დეპუტატი საქართველოში დაძაბულობის კერების შექმნას უწყობს ხელს - მდინარაძე
ევროპარლამენტის დეპუტატი საქართველოში დაძაბულობის კერების შექმნას უწყობს ხელს - მდინარაძე
Sputnik საქართველო
ევროდეპუტატი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ იყოს ევროკავშირის ნაწილი, ხოლო მთავრობა – არა. 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T20:08+0400
2023-09-22T20:08+0400
2023-09-22T22:32+0400
ქართული ოცნება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252451181_0:0:2255:1268_1920x0_80_0_0_82c6851951e9ce410194dcfc2001e102.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ აგრესიით გამოირჩევა და თავისი განცხადებებით ქვეყანაში დაძაბულობის კერებს ქმნის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.უფრო ადრე ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ მთავრობისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობას იმსახურებს. მისი თქმით, „ქართველი ხალხისგან სიგნალის მიღებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის“ დროა.მდინარაძის თქმით, ფონ კრამონი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი კოლეგებიდან, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით.ამასთან, მხარს უჭერენ რა „წარსულის ბნელ პარტიას“, არ აძლევენ მას დავალებებს, არამედ ისინი თავად იღებენ იმავე წყაროებიდან დავალებებს, როგორ დავალებებსაც და ვისგანაც იღებენ „ჩვენი ძვირფასი ოპონენტები" საქართველოს პარლამენტში, აღნიშნა მდინარაძემ.კატეგორიულად მიუღებელია - სარჯველაძემ ევროდეპუტატი მიკერძოებაში დაადანაშაულა>>„ის გამოირჩევა აგრესიით საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა მდინარაძემ.ის მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის დეპუტატი ასევე ჩართულია საქართველოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ პიარ-კამპანიაში.ვიოლა ფონ კრამონი და საქართველოგერმანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა, მაისში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ყველა პირობა, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.ცნობილია, რომ ევროდეპუტატი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მოვლენებს. მაგალითად, ის მონაწილეობდა პოლიციის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში, რომელიც 1 აპრილს საქართველოს მთავრობის შენობასთან გაიმართა. გრიგორიადისი დაკავებულია პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო ავტომობილის დაწვის გამო.კახა კალაძემ ევროპარლამენტის დეპუტატის განცხადებას უპასუხა>>გამოძიების მონაცემებით, 21 წლის მამაკაცი რუსთაველზე აქციების დროს პოლიციელებს ესროდა ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. მან ასევე ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანას.მოგვიანებით, ივლისში ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამბიციური ევროპული ტიპის თაობაა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მას ევროპული მომავალი სურს. ევროდეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს თაობა ცვლილებებს მოიტანს.ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მიზნის მიღწევაში, ის აპირებს გააგრძელოს ბრძოლა საქართველოსთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.50/50-ზე: კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები შეაფასა>>ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252451181_0:0:2255:1692_1920x0_80_0_0_dd2553e8d764bde56c663a2870748853.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ევროპარლამენტის დეპუტატი საქართველოში დაძაბულობის კერების შექმნას უწყობს ხელს - მდინარაძე
20:08 22.09.2023 (განახლებულია: 22:32 22.09.2023) ევროდეპუტატი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ იყოს ევროკავშირის ნაწილი, ხოლო მთავრობა – არა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ აგრესიით გამოირჩევა და თავისი განცხადებებით ქვეყანაში დაძაბულობის კერებს ქმნის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
უფრო ადრე ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ მთავრობისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობას იმსახურებს. მისი თქმით, „ქართველი ხალხისგან სიგნალის მიღებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის“ დროა.
„ვიოლა ფონ კრამონი არის იმ სისტემის ნაწილი, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში დაძაბულობის კერებს ქმნის თავისი განცხადებებით“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
მდინარაძის თქმით, ფონ კრამონი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი კოლეგებიდან, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით.
ამასთან, მხარს უჭერენ რა „წარსულის ბნელ პარტიას“, არ აძლევენ მას დავალებებს, არამედ ისინი თავად იღებენ იმავე წყაროებიდან დავალებებს, როგორ დავალებებსაც და ვისგანაც იღებენ „ჩვენი ძვირფასი ოპონენტები" საქართველოს პარლამენტში, აღნიშნა მდინარაძემ.
„ის გამოირჩევა აგრესიით საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ის მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის დეპუტატი ასევე ჩართულია საქართველოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ პიარ-კამპანიაში.
ვიოლა ფონ კრამონი და საქართველო
გერმანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა, მაისში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ყველა პირობა, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.
ცნობილია, რომ ევროდეპუტატი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მოვლენებს. მაგალითად, ის მონაწილეობდა პოლიციის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში, რომელიც 1 აპრილს საქართველოს მთავრობის შენობასთან გაიმართა. გრიგორიადისი დაკავებულია პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო ავტომობილის დაწვის გამო.
გამოძიების მონაცემებით, 21 წლის მამაკაცი რუსთაველზე აქციების დროს პოლიციელებს ესროდა ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. მან ასევე ცეცხლი წაუკიდა პოლიციის მანქანას.
მოგვიანებით, ივლისში ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამბიციური ევროპული ტიპის თაობაა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მას ევროპული მომავალი სურს. ევროდეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს თაობა ცვლილებებს მოიტანს.
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მიზნის მიღწევაში, ის აპირებს გააგრძელოს ბრძოლა საქართველოსთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.