https://sputnik-georgia.com/20231117/ganatlebis-ministrma-studentebs-mimnarta-284305908.html
„გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების“- განათლების მინისტრმა სტუდენტებს მიმართა
„გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების“- განათლების მინისტრმა სტუდენტებს მიმართა
Sputnik საქართველო
მინისტრმა პირობა დადო, რომ საქართველოში განათლების ხარისხი გაუმჯობესდება. 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T17:57+0400
2023-11-17T17:57+0400
2023-11-17T17:57+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
გიორგი ამილახვარი
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396243_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_43e6c9bbfeefb0ed8cad97e0ce1e8232.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა.სტუდენტების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 17 ნოემბერს აღინიშნება. ის 1941 წელს ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების სტუდენტების საერთაშორისო შეხვედრაზე დაარსდა, რომელიც ლონდონში გაიმართა, თუმცა ყოველწლიურად 1946 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი ჩეხი პატრიოტი სტუდენტების ხსოვნის პატივსაცემად არის შერჩეული.გიორგი ამილახვრის განცხადებით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული ყველა სტუდენტისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო ზრდისა და მათი დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.„მეამაყება, რომ დღეს საქართველოში უამრავი ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე სტუდენტი გვყავს და მჯერა, რომ თითოეული ახალგაზრდა თავისი ცოდნითა და შემართებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში“, - აღნიშნა ამილახვარმა.მინისტრი ასევე შეჰპირდა სტუდენტებს. რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ინოვაციური იდეებისა და საინტერესო ინიციატივების განხორციელების საქმეში.„კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს. მინდა, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ყოველთვის გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების, გისურვებთ წარმატებებს თქვენ საქმიანობაში, უამრავ ბედნიერ წელს და ბევრ გამარჯვებას ცხოვრების გზაზე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.2022/2023 სასწავლო წელს საქართველოს უნივერსიტეტებში 21,2 ათასი სტუდენტი სწავლობს, რაც 43,2%-ით მეტია გასულ სასწავლო წელთან შედარებით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396243_396:198:1952:1365_1920x0_80_0_0_011ab91c0ad2ddb83d19a51413719205.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , გიორგი ამილახვარი, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , გიორგი ამილახვარი, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
„გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების“- განათლების მინისტრმა სტუდენტებს მიმართა
მინისტრმა პირობა დადო, რომ საქართველოში განათლების ხარისხი გაუმჯობესდება.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
სტუდენტების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 17 ნოემბერს აღინიშნება. ის 1941 წელს ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების სტუდენტების საერთაშორისო შეხვედრაზე დაარსდა, რომელიც ლონდონში გაიმართა, თუმცა ყოველწლიურად 1946 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი ჩეხი პატრიოტი სტუდენტების ხსოვნის პატივსაცემად არის შერჩეული.
„გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს. მოხარული ვარ, რომ საქართველო, ტრადიციულად, უერთდება მსოფლიო ინიციატივას და ყოველ წელს ერთად აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. სტუდენტობა არის ის უმთავრესი ძალა, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვე დემოკრატიულ ფასეულობებს და ჩვენი ქვეყნის პროგრესულ მომავალს უზრუნველყოფს“, - ნათქვამია მინისტრის მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გიორგი ამილახვრის განცხადებით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული ყველა სტუდენტისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო ზრდისა და მათი დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.
„მეამაყება, რომ დღეს საქართველოში უამრავი ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე სტუდენტი გვყავს და მჯერა, რომ თითოეული ახალგაზრდა თავისი ცოდნითა და შემართებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში“, - აღნიშნა ამილახვარმა.
მინისტრი ასევე შეჰპირდა სტუდენტებს. რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ინოვაციური იდეებისა და საინტერესო ინიციატივების განხორციელების საქმეში.
„კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს. მინდა, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ყოველთვის გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების, გისურვებთ წარმატებებს თქვენ საქმიანობაში, უამრავ ბედნიერ წელს და ბევრ გამარჯვებას ცხოვრების გზაზე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
2022/2023 სასწავლო წელს საქართველოს უნივერსიტეტებში 21,2 ათასი სტუდენტი სწავლობს, რაც 43,2%-ით მეტია გასულ სასწავლო წელთან შედარებით.