ცაჰალმა რეპორტიორებს აჩვენა, რა იპოვა „ალ-შიფაში“ - ვიდეო
11:13 17.11.2023 (განახლებულია: 12:15 17.11.2023)
ჰამასის ემბლემიანი ჯავშანჟილეტი

გამოწერა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ღაზის საავადმყოფო „ალ-შიფაში“ აღმოჩენილია ჰამასის გვირაბი, დანაღმული ავტომობილი — რომლის გამოყენებასაც ბოევიკები სავარაუდოდ 7 ოქტომბრის თავდასხმისას აპირებდნენ, და იარაღის საწყობი, აცხადებს ისრაელის თავდაცვის არმია.
EXPOSED:
— Israel Defense Forces (@IDF) November 16, 2023
In the Shifa Hospital complex, IDF troops found a hidden booby-trapped vehicle containing a large number of weapons, including:
· AK-47s
· RPGs
· sniper rifles
· grenades
· other explosives
See for yourself: pic.twitter.com/TApCThR9OM
სამხედროებმა „ალ-შიფაში“ დასავლელი ჟურნალისტების რამდენიმე გადამღები ჯგუფი შეუშვეს. ცაჰალის სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა რეპორტიორებს იარაღის სამი საიდუმლო საწყობი, კალაშნიკოვის ავტომატები, საბრძოლო მასალა და ჯავშანჟილეტები, ბოევიკების მიერ დატოვებული სამხედრო ბუკლეტები, ბროშურები და ჰოსპიტლის ტერიტორიის რუკა (საავადმყოფოს ყველა შესასვლელ-გასასვლელით), ასევე ნოუთბუქები აჩვენეს, რომლებშიც, როგორც სამხედროები ირწმუნებიან, ჰამასის მძევალთა ფოტოები და ვიდეობი ინახება.
გარდა ამისა, ნოუთბუქებში ნახეს კადრები, რომლებიც ახლახან გამოაქვეყნა ისრაელის პოლიციამ. მათზე ისრაელში შეჭრის შემდეგ დაპატიმრებული ჰამასის ბოევიკების დაკითხვაა აღბეჭდილი. კონრიკუსის თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჰამასის ტერორისტები ბოლო ნამდვილად იმყოფებოდნენ საავადმყოფოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ამასთან, როგორც BBC წერს (რომლის რეპორტიორებიც ასევე დაუშვეს ჰოსპიტალში გადაღებაზე), ლეპტოპების შიგთავსი ჟურნალისტებისთვის არ უჩვენებიათ.
ცაჰალმა საკუთარ აკაუნტებზე გაავრცელა ვიდეო, რომელზეც გვირაბში შესასვლელია აღბეჭდილი.
Exposing another layer of Hamas’ exploitation of three of the largest hospitals in Gaza:
— Israel Defense Forces (@IDF) November 17, 2023
🔻Inside the Shifa Hospital complex, a Hamas terrorist tunnel was uncovered.
1/3 pic.twitter.com/uGo4uBdTly
კონრიკუსი მედიის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ სამხედროები რამდენიმე დღეში ან კვირაში აჩვენებენ მათ, „ზუსტად რა მდებარეობს სავადმყოფოს ქვეშ“.