https://sputnik-georgia.com/20231117/beniamin-netaniahus-interviu-284283742.html
ვცდილობთ, მაგრამ არ გამოგვდის: ნეთანიაჰუმ ღაზაში მსხვერპლის ზრდის მიზეზი დაასახელა
ვცდილობთ, მაგრამ არ გამოგვდის: ნეთანიაჰუმ ღაზაში მსხვერპლის ზრდის მიზეზი დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მინიმუმამდე შეამციროს, მაგრამ ჰამასის... 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T11:45+0400
2023-11-17T11:45+0400
2023-11-17T11:45+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
ისრაელი-ჰამასის ომი
პალესტინა
ისრაელი
ღაზის სექტორი
ბენიამინ ნეთანიაჰუ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24781/46/247814607_0:201:2729:1736_1920x0_80_0_0_ddb8d494b479cadce8dd4d88ed200e03.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მინიმუმამდე შეამციროს, მაგრამ ჰამასის ქმედებები ამის საშუალებას არ იძლევა, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკულ სატელევიზიო არხ CBS News-თან ინტერვიუში.პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ამა თუ იმ ადგილზე შეტევის წინ ცაჰალი ბუკლეტებითა და SMS-ებით აფრთხილებს მშვიდობიან მოქალაქეებს და მოუწოდებს მათ, დატოვონ სახიფათო ადგილი. მისი თქმით, ბევრი ადამიანი ითვალისწინებს ამ გაფრთხილებას და მართლაც გადის საშიში ტერიტორიიდან.ამასთან მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჰამასის განადგურების შემედგ ისრაელი არ აპირებს ღაზის სექტორის ოკუპაციას, თუმცა ანკლავზე სამხედრო კონტროლის შენარჩუნებას გეგმავს, რათა ტერორისტული ორგანიზაციების აღორძინება არ დაუშვას.როგორც ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო (აკონტროლებს ჰამასი) აცხადებს, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზაში მსხვერპლის რაოდენობა დაახლოებით 11,5 ათასი კაცია. ამ მონაცემების გადამოწმება, ან დაღუპულთა რაოდენობის შესახებ დამოუკიდებელი ცნობების მოპოვება ამ დროისათვის შეუძლებელია. წყარო: CBS News
პალესტინა
ისრაელი
ღაზის სექტორი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24781/46/247814607_5:0:2725:2040_1920x0_80_0_0_bcca49db0f008a38ae5bd995e8e407a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, პალესტინა, ისრაელი , ღაზის სექტორი, ბენიამინ ნეთანიაჰუ
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, პალესტინა, ისრაელი , ღაზის სექტორი, ბენიამინ ნეთანიაჰუ
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მინიმუმამდე შეამციროს, მაგრამ ჰამასის ქმედებები ამის საშუალებას არ იძლევა, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკულ სატელევიზიო არხ CBS News-თან ინტერვიუში.
„თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი ტრაგედიაა და ეს არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე ავარიდოთ, მაგრამ ჰამასი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისინი დარტყმის ქვეშ დატოვოს“, — აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ამა თუ იმ ადგილზე შეტევის წინ ცაჰალი ბუკლეტებითა და SMS-ებით აფრთხილებს მშვიდობიან მოქალაქეებს და მოუწოდებს მათ, დატოვონ სახიფათო ადგილი. მისი თქმით, ბევრი ადამიანი ითვალისწინებს ამ გაფრთხილებას და მართლაც გადის საშიში ტერიტორიიდან.
„შევეცდებით, რომ ეს სამუშაო მინიმალური სამოქალაქო მსხვერპლით დავასრულოთ. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ — მინიმალური მშვიდობიანი მსხვერპლი. მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვდის“, — განაცხადა ისრაელის ლიდერმა.
ამასთან მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჰამასის განადგურების შემედგ ისრაელი არ აპირებს ღაზის სექტორის ოკუპაციას, თუმცა ანკლავზე სამხედრო კონტროლის შენარჩუნებას გეგმავს, რათა ტერორისტული ორგანიზაციების აღორძინება არ დაუშვას.
როგორც ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო (აკონტროლებს ჰამასი) აცხადებს, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზაში მსხვერპლის რაოდენობა დაახლოებით 11,5 ათასი კაცია. ამ მონაცემების გადამოწმება, ან დაღუპულთა რაოდენობის შესახებ დამოუკიდებელი ცნობების მოპოვება ამ დროისათვის შეუძლებელია.