https://sputnik-georgia.com/20231117/11-mln-laris-afera-tarlitebs-patimroba-seefardat-284307040.html
11 მლნ ლარის აფერა – თაღლითებს პატიმრობა შეეფარდათ
11 მლნ ლარის აფერა – თაღლითებს პატიმრობა შეეფარდათ
Sputnik საქართველო
ბრალდებულებმა 11 მილიონი ლარი მიიღეს და მისი ლეგალიზება შეძლეს. 17.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-17T19:12+0400
2023-11-17T19:12+0400
2023-11-17T19:12+0400
საქართველოს პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068818_0:167:1280:887_1920x0_80_0_0_a8653c6ec1b082666cf0d3eed96454d1.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ პირს არაბული კომპანიის კუთვნილი 11 მილიონი ლარის უკანონო მითვისებისთვის 10–10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, ბრალდებულებმა 2021–2022 წლებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი დიდი თანხის მოტყუებით მითვისების მიზნით, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს.ამის შემდეგ, ნაცვლად არაბული კომპანიების მიერ შეკვეთილი ავტომანქანებისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს მათთვის სასურველი მოდელის ავტომანქანები, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაასხვისეს.დიდი ოდენობით თანხა მიითვისეს: პროკურატურამ თაღლითური ჯგუფი გამოავლინა>>ამ გზით ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავალს კანონიერი სახე მისცეს.პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ისინი დამნაშავედ ცნო თაღლითურად დიდი თანხის მითვისებაში პირთა ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენებაში და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068818_166:163:1228:960_1920x0_80_0_0_4a0b56cd3d5aae206a56c68dc5467ac0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, საქართველო
11 მლნ ლარის აფერა – თაღლითებს პატიმრობა შეეფარდათ
ბრალდებულებმა 11 მილიონი ლარი მიიღეს და მისი ლეგალიზება შეძლეს.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ პირს არაბული კომპანიის კუთვნილი 11 მილიონი ლარის უკანონო მითვისებისთვის 10–10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, ბრალდებულებმა 2021–2022 წლებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი დიდი თანხის მოტყუებით მითვისების მიზნით, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად დაზარალებულებს ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადმოარიცხინეს.
ამის შემდეგ, ნაცვლად არაბული კომპანიების მიერ შეკვეთილი ავტომანქანებისა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს მათთვის სასურველი მოდელის ავტომანქანები, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაასხვისეს.
ამ გზით ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავალს კანონიერი სახე მისცეს.
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ისინი დამნაშავედ ცნო თაღლითურად დიდი თანხის მითვისებაში პირთა ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენებაში და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში.