როდის იცხოვრებს ხალხი უკეთესად - ფინანსთა მინისტრის პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ქვეყანაში ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით მოლოდინებზე ისაუბრა.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ეკონომიკის ხელსაყრელად განვითარების შემთხვევაში, მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) ერთ სულ მოსახლეზე 2027 წელს 11 ათასი დოლარი იქნება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე არის ეკონომიკური აქტიურობისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელი ცალკეულ ქვეყნებსა და რეგიონებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
„მიმდინარე წელს ჩვენ ეკონომიკურ ზრდას 6,5 პროცენტს ველოდებით, ხოლო 2024 წლის პროგნოზი 5,2 პროცენტია. 2023 წლის ბოლოსთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2027 წლისათვის, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში თითქმის 11 ათას დოლარს მიაღწევს", - განაცხადა ხუციშვილმა.
ეროვნული ბანკის საბაზისო პროგნოზით, მოკლევადიან პერსპექტივაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე (3%) დაბლა დარჩება, თუმცა მოსალოდნელ დონეზე მაღლა იქნება.
კერძოდ, წლის შედეგებით, ინფლაციის დონე საშუალოდ 1%-მდე გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს ნაწილობრივ საბაზისო ეფექტის გათვალისწინებით მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბებს და დასტაბილურდება 3%-ის დონეზე მხოლო 2024 წლის მეორე ნახევარში.
რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები ბევრად განაპირობა უცხოური ინვესტიციების ძლიერმა ნაკადმა.
ეკონომიკური აქტიურობის თვალსაზრისით, რეალური მშპ, ეროვნული ბანკის პროგნოზით, გაიზრდება 6%-ით 2023 წელს და 5%-ით 2024 წელს.
საქართველოში 2022 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დააზუსტეს>>
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5,1% შეადგინა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 6,8% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0