საქართველოში 2022 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დააზუსტეს

© photo: Sputnik / Stringerვაკე
ვაკე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
გამოწერა
НовостиTelegram
2022 წელს ყველაზე მეტი ზრდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ასევე ელექტრო- და გაზმომარაგების სფეროებში დაფიქსირდა.
თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. 2022 წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2021 წელთან შედარებით 10,4% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების თანახმად, ეკონომიკური ზრდამ წინა წელს 10,1% შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, არსებული ფასების პირობებში, 2022 წლის მშპ-მა 72,3 მილიარდი ლარი ანუ 24,8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 9,1% შეადგინა. მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე – 6.676,3 დოლარი.

ეკონომიკის წამყვანი დარგები

2022 წელს ყველაზე მეტი ზრდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ასევე ელექტრო- და გაზმომარაგების სფეროებში დაფიქსირდა.
2022 წლის საქართველოს ეკონომიკის 5 წამყვანი სფერო

ეკონომიკის სფერო

ზრდა, %

ინფორმაცია და კომუნიკაცია

59,1

ელექტრო- და გაზმომარაგება

29,3

ტრანსპორტი და სასაწყობე მეურნეობა

24,7

მშენებლობა

16,5

განთავსების ადგილებით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა

14,6

ვარდნა დაფიქსირდა ჯანდაცვის და სოციალური საქმიანობის (-16,3%), უძრავი ქონებისა (-3,7%) და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის სფეროებში (-3,5%), ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვის და დაბინძურებასთან ბრძოლის (-3,3%) სფეროებში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სფეროები და მშენებლობა.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილის მქონე 5 წამყვანი დარგი:

ეკონომიკის სფერო

ხვედრითი წონა მშპ-ში %

ვაჭრობა

15,9

გადამამუშავებელი მრეწველობა

11,3

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები

10,0

მშენებლობა

8,0

სოფლის, სატყეო და სარეწაო მეურნეობა

6,9

2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში 10,5% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0