ბავშვობაში გამოგონილი ამბები და ავსტრიაში დაწყებული მეზღაპრეობა

© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალია
ნინო გვალია - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
გამოწერა
მისი ზღაპრების გმირები კეთილი, დიდსულოვანი და მოსიყვარულე ადამიანები არიან,
ავსტრიაში მცხოვრებ ბათუმელ მწერალს, ნინო გვალიას დღეს ნინო ველის ფსევდონიმით იცნობენ. ამ უცნაურ ფსევდონიმს თავად ასე ხსნის: „ველი -ეს სივრცეა, გაშლილი არე და იმიტომ ავირჩიე, რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს მინდორი და გაშლილი ველი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ბავშვობა კი უდარდელი და ხალისიანი მქონდა.“ პროფესიით ფსიქოლოგია, ათი წელი აჭარის კულტურის სამინისტროში მუშაობდა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ერთ დღესაც, ბავშვობიდან გამოყოლილი მძაფრი შთაბეჭდილებების გამო მეზღაპრე გახდა. მკითხველმა უკვე იხილა მისი წიგნი „ზღაპრო-ბანი“, სადაც მისი მოთხრობები, მინიატურები და ზღაპრები შევიდა.
© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალიას წიგნის გარეკანი
ნინო გვალიას წიგნის გარეკანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
ნინო გვალიას წიგნის გარეკანი
- ქალბატონო ნინო, თავიდანვე გკითხავთ, ვენაში როგორ აღმოჩნდით?
- ვენაში ოჯახთან ერთად უმცროსი ვაჟიშვილის სამკურნალოდ ჩამოვედი. ძალიან განვიცდიდი აქ წამოსვლას, რადგან ბათუმში დარჩა ჩემი ქალიშვილი, რომელიც მაშინ ბავშვს ელოდებოდა და ჩვენი წამოსვლის შემდეგ 15 დღეში იმშობიარა კიდეც. რაც შეეხება უმცროსი ვაჟის მკურნალობას, დიდი ვერაფრით დამეხმარნენ. თუმცა ასეც ვფიქრობდი. მაგრამ სამაგიეროდ არ აკლდა წამლები და ექიმების ყურადღება, რასაც საქართველოში, სამწუხაროდ, მოკლებული ვიყავით. ჩემი ვაჟიშვილის პენსია 14 ლარს შეადგენდა, მაშინ, როდესაც თვეში დაახლოებით ასი ლარის წამალი სჭირდებოდა. გარდა ამისა, მომეცა იმის საშუალება, რომ მუდამ მის გვერდით ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ჩემი უმცროსი შვილი ვენაში ჩამოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ გარდაიცვალა და აქ დავკრძალეთ, რადგან მაშინ სამშობლოში მისი ჩამოსვენება არ მოგვიხერხდა.
© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალია და მისი მეგობარი ლალი კობახიძე
ნინო გვალია და მისი მეგობარი ლალი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
ნინო გვალია და მისი მეგობარი ლალი კობახიძე
- მანამდე როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება მშობლიურ ბათუმში?
-ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ბათუმის გარდა ოდესმე შევძლებდი სხვაგან ცხოვრებას. მე ის ბათუმელი ვარ, რომელიც იმ ძველ კოლორიტს ეზიარა და შეიყვარა, რასაც ის ძველი, ნამდვილი ბათუმი ერქვა. დღეს ბათუმი ულამაზესია, მაგრამ მას აღარ აქვს ის თვითმყოფადობა, რითიც თვალს იტაცებდა და რომელსაც ვუმღერდით „ბათუმს ქათქათას, ბათუმს თვალწარმტაცს“... დღეს ჩემთვის ის რიგითი თანამედროვე ზღვისპირა ქალაქია, თუმცა მაინც მშობლიური. სამწუხაროდ, ბულვარიც აღარ არის ისეთი მშვენიერი და მომაჯადოებელი, როგორიც ადრე იყო. ბულვარი, სადაც იყო ტოპიარული ხელოვნების ნიმუშები ზღაპრული, მწვანე ცხოველებისა და ფიგურების სახით. მახსოვს ისინი ჩემს წარმოსახვაში როგორ ცოცხლდებოდნენ ხოლმე და თავიანთ თავგადასავალზე მიყვებოდნენ.
© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალია
ნინო გვალია - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
ნინო გვალია
- წლების შემდეგ როცა ბათუმში დაბრუნდით რა იგრძენით?
- როდესაც რვა წლის განშორების შემდეგ ბათუმში ჩამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მოვხვდი უცხო ქალაქში, სადაც ჰაერი, სინათლე და სივრცე არ მყოფნიდა. არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შევქმნა, თითქოს თანამედროვე ბათუმი არ მიყვარს, რადგან ვიცი, თუ რაიმე ან ვინმე გიყვარს, ის ყველაფრის მიუხედავად გეყვარება. ახლა ხშირად ჩამოვდივარ აქ და უკვე მივეჩვიე ქალაქის მიჯრილ და მაღლივ კორპუსებს, რაც ამ პატარა ქუჩებისთვის ის არტახებია, აქაურობას ჩვეულ სილაღეს რომ უკარგავს.
© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალია
ნინო გვალია - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
ნინო გვალია
- ფსიქოლოგის პროფესია რატომ აირჩიეთ?
- ამ პროფესიის არჩევა ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თვითონ ცხოვრებამ მიმიყვანა მასთან. ახლა ვფიქრობ და მიკვირს -ნეტავ, რატომ მენდობოდნენ ხოლმე ადამიანები. ბევრს უთქვამს -შენთან ვმშვიდდებიო. გარდა ამისა, შემიძლია ნებისმიერი ასაკის პიროვნებას გავუგო, არადა, თავიდან ვოცნებობდი რადიოტექნიკურზე მესწავლა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის ინსტიტუტში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ბათუმში დავრჩი. დავამთავრე ფილოლოგიური ფაკულტეტი და რადგან ძალიან მაინტერესებდა ფსიქოლოგია და პედაგოგიკა, ბოლოს მაინც ამ გზას გავყევი.
© photo: courtesy of Nino Gvaliaნინო გვალია
ნინო გვალია - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
ნინო გვალია
- წერა როდის დაიწყეთ ?
- უკვე მეხუთე-მეექვსე კლასიდან ვწერდი პატარ-პატარა მოთხრობებსა და ჩანახატებს. სამწუხაროდ, იმ პეროიდიდან მხოლოდ ორიოდე შემომრჩა. ვწერდი ლექსებსაც, მაგრამ, რამდენიმე ლექსის გამოკლებით, ჩემში პოეტი ვერ აღმოვაჩინე. მეექვსე კლასიდან რუსულ სკოლაში გადამიყვანეს და მეშვიდე კლასიდან უკვე რუსულად ვწერდი. რაც შეეხება კლასიკოსის რომანს, დღეს ეს ამბავი ღიმილით მახსენდება. მერვე კლასში გადავწყვიტე, რომ ნიკოლოზ ოსტროვსკის დაუმთავრებელი რომანი „ქარიშხლით შობილნი" დამესრულებინა. როცა 13 თავი დავწერე, ჩემი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნადეჟდა შურს ვაჩვენე. მან მოიწონა და განსაკუთრებით ორი თავი აღნიშნა, საკმაოდ მაღალ დონეზე გაქვს დაწერილიო, მაგრამ ამ რომანში აღწერილი მოვლენების გასაშუქებლად სათანადო ცოდნა არ მქონდა და წერის ისტატობასაც არ ვფლობდი.
© photo: courtesy of Nino Gvaliaშვილიშვილებთან ერთად
შვილიშვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
შვილიშვილებთან ერთად
- ავსტრიაში როგორ იქეცით მეზღაპრედ?
- ჩემში თუკი რამ შეიცვალა, ეს არ მომხდარა აქ ჩამოსვლის გამო, მე ვფიქრობ, ცხოვრების გამოცდილებამ შემცვალა. ამდენი წლის მერე, მხოლოდ აქ ჩამოსულმა ავიღე კალამი ხელში, უფრო სწორად, კომპიუტერზე დავიწყე ტექსტის აკრეფა. კვლავ დეტექტივის ჟანრს მივაშურე და 5-6 თავის დაწერა მოვასწარი, როცა კომპიუტერი გამიფუჭდა და, სამწუხაროდ, ყველაფერი დაიკარგა. ყოველთვის სპონტანურად ვწერ ხოლმე და იმას, რაც აზრად მომდის. ზღაპრებს რაც შეეხება, ისინი ერთბაშად არ მოსულა ჩემთან. ამბების შეთხზვა ბავშვობიდან მიყვარდა, განსაკუთრებით მიყვარდა მამისეულ სოფელში ბავშვების შემოკრება და ჩემი მოგონილი ისტორიების მათთვის მოყოლა. საერთოდ, აქტიურად 2014 წლიდან ვწერ, არა მხოლოდ ზღაპრებს, მაგრამ ზღაპრები ყველაზე მეტად მიტაცებს.
© photo: courtesy of Nino Gvaliaფოტო საოჯახო არქივიდან
ფოტო საოჯახო არქივიდან - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
ფოტო საოჯახო არქივიდან
- საქართველოდან რას იხსენებთ ხოლმე ყველაზე ხშირად?
- ჩემ ირგვლივ მუდამ თბილი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ. ხშირად მახსენდება ჩემი მშობლები, მეზობლები, თანაკლასელები ქართული სკოლიდან. ავსტრია გარკვეულწილად ჩვენი სახლი გახდა, მაგრამ სამშობლო ადამიანს ერთი აქვს, ამიტომ ჩემი სიყვარული სამშობლოს მიმართ სულაც არ შეცვლილა. ჩემი ყოველი უჯრედით, ყოველი ფიქრითა და აზრით მუდამ საქართველოსთან ვარ. თუ მკითხავთ, რა ან ვინ მენატრება ყველაზე მეტად, პასუხი ერთი მექნება: უფალთან გამგზავრებული ჩემი შვილი...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0