დმანისში მოზარდმა 18 წლის ბიჭი მოკლა: პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა

© photo: Sputnikდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. დმანისში 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 18 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0