https://sputnik-georgia.com/20231116/azia-wynari-okeanis-ekonomikuri-tanamsrmlobis-samiti-284252402.html
რიაბკოვი: რუსეთი და ჩინეთი აშშ-ს მეტოქეობას გაუწევენ
რიაბკოვი: რუსეთი და ჩინეთი აშშ-ს მეტოქეობას გაუწევენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი და ჩინეთი გააღრმავებენ თანამშრომლობას და განაგრძობენ მუშაობას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის რეალური... 16.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-16T09:31+0400
2023-11-16T09:31+0400
2023-11-16T09:31+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა - apec
რუსეთი
ჩინეთი
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22763/16/227631661_0:177:3011:1871_1920x0_80_0_0_51bfd878204b67dd9e84be1225969750.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი და ჩინეთი გააღრმავებენ თანამშრომლობას და განაგრძობენ მუშაობას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის რეალური ალტერნატივის შესაქმნელად, რომელიც პროვოცირებულია შეერთებული შტატების მიერ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა.მისი თქმით, შეერთებული შტატებისა და მისი ზოგიერთი უახლოესი მოკავშირის ქცევის მთელი რიგი ასპექტები ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში სულ უფრო მეტ კითხვებს აჩენს.რუსი დიპლომატის აზრით, ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ „კონფრონტაციების ამ გაუთავებელი სერიებიდან“ გამარჯვებული გამოვა, ან მინიმუმ, საკუთარ პრეტენზიებს გააძლიერებს საერთაშორისო დომინირებასა და ჰეგემონიაზე.მაგრამ, მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებაში არის საკმაოდ ბევრი გავლენიანი ძალა და გაერთიანება, მათ შორის სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-ის „ამ დაუფიქრებელ კურსს პოზიტიურ დღის წესრიგზე მუშაობით ეწინააღმდეგებიან“.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს და მოლაპარაკებები გამართეს. სამიტი სან-ფრანცისკოში (აშშ, კალიფორნიის შტატი) მიმდინარეობს. ის 11ნოემბერს დაიწყო და 17 ნოემბრამდე გასტანს.ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ ბაიდენისა და სის შეხვედრას სტრატეგიული მნიშვნელობა და შორსმიმავალი შედეგები აქვს.მანამდე ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ ჯო ბაიდენი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს იმის საჩვენებლად გამოიყენებდა, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი სიმტკიცე და ფინანსური შესაძლებლობები აქვს რეგიონზე ფოკუსირებისთვის. საუბარია ეკონომიკურ სტრატეგიაზე, რომელიც რეგიონში პეკინის კომერციული ძალის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.
ჩინეთი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22763/16/227631661_141:0:2870:2047_1920x0_80_0_0_cb0f3935d95c85df983a6c32a6c34859.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა - apec , რუსეთი, ჩინეთი, აშშ , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა - apec , რუსეთი, ჩინეთი, აშშ , პოლიტიკა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი და ჩინეთი გააღრმავებენ თანამშრომლობას და განაგრძობენ მუშაობას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის რეალური ალტერნატივის შესაქმნელად, რომელიც პროვოცირებულია შეერთებული შტატების მიერ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატებისა და მისი ზოგიერთი უახლოესი მოკავშირის ქცევის მთელი რიგი ასპექტები ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში სულ უფრო მეტ კითხვებს აჩენს.
„ფაქტობრივად საუბარია დაძაბულობის ესკალაციაზე, წინაკრიზისულ მდგომარეობაზე, ძალებისა და საშუალებების კრიზისისწინა დაგროვებაზე. ვაშინგტონის ამ პროვოკაციული ქმედებების ადრესატები შეიძლება სხვადასხვა ქვეყნები იყვნენ. არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის არის პეკინიც“, — აღნიშნა რიაბკოვმა.
რუსი დიპლომატის აზრით, ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ „კონფრონტაციების ამ გაუთავებელი სერიებიდან“ გამარჯვებული გამოვა, ან მინიმუმ, საკუთარ პრეტენზიებს გააძლიერებს საერთაშორისო დომინირებასა და ჰეგემონიაზე.
მაგრამ, მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებაში არის საკმაოდ ბევრი გავლენიანი ძალა და გაერთიანება, მათ შორის სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-ის „ამ დაუფიქრებელ კურსს პოზიტიურ დღის წესრიგზე მუშაობით ეწინააღმდეგებიან“.
„რუსეთი და ჩინეთი ასეთი გაერთიანების ნაწილი არიან. ჩვენ გავაღრმავებთ იქ თანამშრომლობას. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ტანდემში იმ სქემების შემუშავებისა და პოპულარიზაციისთვის, რომლებიც ამერიკული დაძაბულობის — რეგიონულისა და კიდევ უფრო ფართო ესკალაციის რეალური ალტერნატივის შექმნის საშუალებას მოგვცემს“, — განაცხადა რიაბკოვმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს და მოლაპარაკებები გამართეს. სამიტი სან-ფრანცისკოში (აშშ, კალიფორნიის შტატი) მიმდინარეობს. ის 11ნოემბერს დაიწყო და 17 ნოემბრამდე გასტანს.
ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ ბაიდენისა და სის შეხვედრას სტრატეგიული მნიშვნელობა და შორსმიმავალი შედეგები აქვს.
მანამდე
ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ ჯო ბაიდენი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს იმის საჩვენებლად გამოიყენებდა, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი სიმტკიცე და ფინანსური შესაძლებლობები აქვს რეგიონზე ფოკუსირებისთვის. საუბარია ეკონომიკურ სტრატეგიაზე, რომელიც რეგიონში პეკინის კომერციული ძალის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.