მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ცნობილია დრო: თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დათანხმდება

  - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თუ რაიმე ისეთი ექსცესები არ მოხდება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე, შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიკაციის პროცესი შესაძლოა წლის ბოლომდე დასრულდეს, განუცხადა „რია ნოვოსტის“ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წყარომ.
„ხუთშაბათს საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომისია დაიწყებს შვედეთის განაცხადის განხილვას. ახლა დადებითი ფონია. სტოკჰოლმის მხრიდან კონსტრუქციულ მიდგომას ვხედავთ. ვითარებაზე გავლენის მომხდენი ექსცესების არარსებობის შემთხვევაში, არსებობს იმედი, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება“, — განაცხადა წყარომ.
მანამდე შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის სწრაფად დასრულების იმედი გამოთქვა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშმა.
ფინეთმა და შვედეთმა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, 2022 წლის მაისში წარადგინეს განაცხადები ნატოში გაწევრიანების შესახებ. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი 4 აპრილს გახდა. შვედეთის განაცხადი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებიათ საბოლოოდ უნგრეთსა და თურქეთს. შვედეთი, როგორც ევროკავშირის წევრი, თურქეთის პრეზიდენტ თაიფ ერდოღანს დაეთანხმა, განაცხადის რატიფიცირების სანაცვლოდ, დაეხმაროს თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გააქტიურებას. ამასთან ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანებისა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები „ერთმანეთს არ უკავშირდება“.
ყველა ახალი ამბავი
0