მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Al Jazeera: ცაჰალის ტანკები საავადმყოფო „ალ-შიფას“ ეზოში დგანან

© AFP 2024 / FADEL SENNA
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის თავდაცვის არმიის (ცაჰალი) ტანკები ღაზის საავადმყოფო „ალ-შიფას“ ეზოში დგანან, სამხედროები კი შენობაში შევიდნენ და მისი სარდაფების ჩხრეკა დაიწყეს, იუწყება Al Jazeera.
ამასთან საავადმყოფოს შიგნით შეტაკებებსა და სროლებზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.
მანამდე ცაჰალმა დაადასტურა, რომ „დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საავადმყოფო ალ-შიფას გარკვეულ რაიონში წერტილოვან და მიზანმიმართულ ოპერაციას ატარებს ჰამასის წინააღმდეგ“.

„ცაჰალი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას ატარებს, რათა დავამარცხოთ ჰამასი და ვიხსნათ მძევლები. ისრაელი ჰამასს ეომება და არა ღაზის მოსახლეობას. ცაჰალის შემადგენლობაში შედიან სამედიცინო ბრიგადა და არაბულ ენაზე მოსაუბრე ჯარისკაცები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს იმისთვის, რომ სამოქალაქო პირებს, რომლებსაც ჰამასი ცოცხალ ფარად იყენებს, არანაირი ზიანი არ მიადგეთ“, — ნათქვამია ცაჰალის განცხადებაში.

როგორც ისრაელის არმია განმარტავს, მათ არაერთხელ განაცხადეს საჯაროდ, რომ ჰამასის მიერ ალ-შიფას სამხედრო მიზნებით გამოყენება საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სამართლით საავადმყოფოსთვის მინიჭებულ ხელშეუხებლობის სტატუსს, და რომ საკმარისი დრო მისცეს ღაზის სექტორის ხელისუფლებას საავადმყოფოს ბოროტად გამოყენების შესაჩერებლად, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის (PA) ჯანდაცვის მინისტრმა მაი ალ-კაილამ ისრაელი „კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების წინააღმდეგ ახალი დანაშაულის ჩადენაში“ დაადანაშაულა საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გამო.
„ალ-შიფა“ ღაზის სექტორის ყველაზე დიდი საავადმყოფოა. ისრაელიცა და აშშ-იც აცხადებენ, რომ ჰამასს იქ სამეთაურო ბაზა აქვს, რასაც ჰამასი უარყოფს.
ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ალ-შიფას ტერიტორიაზე, არ არსებობს. სამშაბათს ჯანმოს ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფოში დაახლოებით 700 პაციენტი, 400 თანამშრომელი და 3000 ადგილობრივი მცხოვრები — სულ 4100 ადამიანი იმყოფება.
ერთი დღით ადრე კი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ (ჰამასის მიერ კონტროლირებადი) გამოაცხადა, რომ ალ-შიფაში დაახლოებით 2300 ადამიანია: 600-650 პაციენტი, 200-250 თანამშრომელი და დაახლოებით 1500 ადგილობრივი მცხოვრები.
ყველა ახალი ამბავი
0