https://sputnik-georgia.com/20231115/georgian-airways----------284247361.html
Georgian Airways: მახაჩკალასა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები ჯერ არ დაიწყება
Georgian Airways: მახაჩკალასა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები ჯერ არ დაიწყება
Sputnik საქართველო
მახაჩკალის აეროპორტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიუხედავად, ქართული ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებას არ აპირებს 15.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-15T20:11+0400
2023-11-15T20:11+0400
2023-11-15T20:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
georgian airways
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24554/63/245546310_0:178:3001:1866_1920x0_80_0_0_047b8bdc09e7e811a95b0bfdb75a5860.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ჯერჯერობით არ განახორციელებს პირდაპირ რეისებს მახაჩკალასა და თბილისს შორის, მიუხედავად დაღესტნის დედაქალაქის აეროპორტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა, იუწყება TASS ავიაკომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილზე დაყრდნობით.კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა მახაჩკალასთან საჰაერო მიმოსვლის გახსნაზე, გაიაშვილმა უპასუხა, რომ „ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებულია“.ამასთან, მახაჩკალის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე განრიგში მითითებულია, რომ Georgian Airways თბილისი-მახაჩკალა-თბილისის პირდაპირ რეისებს 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შეასრულებს.ავიარეისი მოსკოვი-ბათუმი გაუმართაობის გამო ოთხი საათით შეფერხდა >>2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24554/63/245546310_138:0:2862:2043_1920x0_80_0_0_698dc0d7b544a57efb1fdcff42865142.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, georgian airways, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, georgian airways, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
Georgian Airways: მახაჩკალასა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები ჯერ არ დაიწყება
მახაჩკალის აეროპორტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიუხედავად, ქართული ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებას არ აპირებს
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ჯერჯერობით არ განახორციელებს პირდაპირ რეისებს მახაჩკალასა და თბილისს შორის, მიუხედავად დაღესტნის დედაქალაქის აეროპორტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა, იუწყება TASS ავიაკომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილზე დაყრდნობით.
„მახაჩკალა ჯერ არ იქნება. წელს არ იქნება. მომავალი წელი კითხვის ნიშნის ქვეშაა", - განაცხადა გაიაშვილმა.
კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა მახაჩკალასთან საჰაერო მიმოსვლის გახსნაზე, გაიაშვილმა უპასუხა, რომ „ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებულია“.
ამასთან, მახაჩკალის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე განრიგში მითითებულია, რომ Georgian Airways თბილისი-მახაჩკალა-თბილისის პირდაპირ რეისებს 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შეასრულებს.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.