https://sputnik-georgia.com/20231110/moskovi-batumis-reisi-dagvianebit-shesrulda-284130370.html
ავიარეისი მოსკოვი-ბათუმი გაუმართაობის გამო ოთხი საათით შეფერხდა
ავიარეისი მოსკოვი-ბათუმი გაუმართაობის გამო ოთხი საათით შეფერხდა
Sputnik საქართველო
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ზამთრის განრიგის ფარგლებში ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 3 ნოემბრიდან დაიწყო. 10.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-10T15:03+0400
2023-11-10T15:03+0400
2023-11-10T16:15+0400
საქართველო
რუსეთი
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23342/04/233420419_0:138:2648:1628_1920x0_80_0_0_d8035c0c81c6e5065e30dfbf81a220d6.jpg
თბილისი, 10 нნოემბერი — Sputnik. ავიარეისი მოსკოვი-ბათუმი, რომელსაც რუსული ავიაკომპანია Red Wings ასრულებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი საათის დაგვიანებით დაეშვება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" აეროპორტის „ცხელ ხაზზე".მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავიაკომპანია Red Wings-ის მგზავრები თვითმფრინავის გაუმართაობის გამო „დომოდედოვოს" აეროპორტიდან ბათუმში გაფრენას ვერ ახერხებენ. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი „დომოდედოვადან" აფრინდა, თუმცა, მალევე უკან დაბრუნდა.ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, ავიაგადამზიდის თვითმფრინავი განრიგით ბათუმში 11:30 საათზე უნდა დაშვებულიყო. ამ დროისთვის თვითმფრინავი მოსკოვიდან გამოფრინდა და ბათუმში 15:30 საათზე დაეშვება.რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ზამთრის განრიგის ფარგლებში მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 3 ნოემბრიდან დაიწყო. რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევს და კვირას,2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23342/04/233420419_207:202:2290:1765_1920x0_80_0_0_798f1005d35d5c9b4c246d5587b4f27c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის, საზოგადოება, ახალი ამბები
ავიარეისი მოსკოვი-ბათუმი გაუმართაობის გამო ოთხი საათით შეფერხდა
15:03 10.11.2023 (განახლებულია: 16:15 10.11.2023) რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ზამთრის განრიგის ფარგლებში ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 3 ნოემბრიდან დაიწყო.
თბილისი, 10 нნოემბერი — Sputnik. ავიარეისი მოსკოვი-ბათუმი, რომელსაც რუსული ავიაკომპანია Red Wings ასრულებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი საათის დაგვიანებით დაეშვება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" აეროპორტის „ცხელ ხაზზე".
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავიაკომპანია Red Wings-ის მგზავრები თვითმფრინავის გაუმართაობის გამო „დომოდედოვოს" აეროპორტიდან ბათუმში გაფრენას ვერ ახერხებენ. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი „დომოდედოვადან" აფრინდა, თუმცა, მალევე უკან დაბრუნდა.
ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, ავიაგადამზიდის თვითმფრინავი განრიგით ბათუმში 11:30 საათზე უნდა დაშვებულიყო. ამ დროისთვის თვითმფრინავი მოსკოვიდან გამოფრინდა და ბათუმში 15:30 საათზე დაეშვება.
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ზამთრის განრიგის ფარგლებში მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 3 ნოემბრიდან დაიწყო. რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევს და კვირას,
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.