https://sputnik-georgia.com/20231115/bloomber-pentagonma-israels-daxmareba-gauzarda-284228455.html
Bloomberg: პენტაგონმა შეუმჩნევლად გაუზარდა ისრაელს სამხედრო დახმარება
Bloomberg: პენტაგონმა შეუმჩნევლად გაუზარდა ისრაელს სამხედრო დახმარება
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. პენტაგონმა შეუმჩნევლად გაუზარდა ისრაელს სამხედრო დახმარება, მათ შორის ლაზერული მართვადი რაკეტები, 155 მმ-იანი ჭურვების, ღამის... 15.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-15T12:55+0400
2023-11-15T12:55+0400
2023-11-15T12:55+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
აშშ
ისრაელი
პენტაგონი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/14/249756499_0:133:3169:1916_1920x0_80_0_0_c69018becb0bc838748529ffd7dddfe1.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. პენტაგონმა შეუმჩნევლად გაუზარდა ისრაელს სამხედრო დახმარება, მათ შორის ლაზერული მართვადი რაკეტები, 155 მმ-იანი ჭურვების, ღამის ხედვის სათვალეების, ბუნკერების გასანადგურებელი საბრძოლო მასალისა და ახალი სამხედრო მანქანების მიწოდებით, იუწყება Bloomberg პენტაგონის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით.სააგენტოს ცნობით, დოკუმენტს ჰქვია „მოთხოვნები ისრაელის მაღალი რანგის ლიდერისგან“ და ოქტომბრის ბოლოთია დათარიღებული. მის თანახმად, იარაღი ან უკვე მიეწოდება, ან პენტაგონი მუშაობს იმაზე, რომ დახმარება აშშ-ისა და ევროპის მარაგებიდან გაგზავნოს.ოქტომბრის ბოლოს მონაცემებით, ისრაელს უკვე მიღებული ჰქონდა 36 ათასი ჭურვი 30 მმ-იანი ქვემეხისთვის, 1800 ცალი M141 — ბუნკერების გასანადგურებლად, და მინიმუმ 3500 ღამის ხედვის მოწყობილობა.გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის წარმომადგენელმა უარი თქვა დეტალების განხილვაზე, მაგრამ, როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ის „რამდენიმე მიმართულებას იყენებს — აშშ-ის შიდა მარაგებიდან სამრეწველო არხებამდე — რათა ისრაელს თავდაცვის საშუალებები ჰქონდეს“.როგორც Bloomberg განმარტავს, ისრაელმა ასევე მოითხოვა 57 ათასზე მეტი 155 მმ-იანი ფუგასური საარტილერიო ჭურვი, 20 ათასი შაშხანა M4A1, 5 ათასამდე ღამის ხედვის მოწყობილობა, 3 ათასი ბუნკერსაწინააღნდეგო ხელყუმბარა M141, ასევე 400 ცალი 120 მმ-იანი ნაღმტყორცნები და 75 სამხედრო მანქანა.გარდა ამისა, ისრაელს ასევე სურს მიიღოს 200 დრონი Switchblade 600, რომლებიც აშშ-ის არმიის შეიარაღებაში არ შედის. მწარმოებლი კომპანია AeroVironment-ის წარმომადგენელმა კი უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.წყარო: Bloomberg
აშშ
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/14/249756499_219:0:2950:2048_1920x0_80_0_0_d2403231f8055fcb79b83b98cfa0c58e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, აშშ , ისრაელი , პენტაგონი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, აშშ , ისრაელი , პენტაგონი, პოლიტიკა
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. პენტაგონმა შეუმჩნევლად გაუზარდა ისრაელს სამხედრო დახმარება, მათ შორის ლაზერული მართვადი რაკეტები, 155 მმ-იანი ჭურვების, ღამის ხედვის სათვალეების, ბუნკერების გასანადგურებელი საბრძოლო მასალისა და ახალი სამხედრო მანქანების მიწოდებით, იუწყება Bloomberg პენტაგონის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით.
„ისრაელისთვის იარაღით დახმარება სცდება „რკინის გუმბათის“ ჩამჭრებისა და Boeing Co-ს ჭკვიანი ბომბების ფართოდ რეკლამირებულ მიწოდებებს. და ეს ხდება მაშინ, როცა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ ისრაელს, თავიდან აიცილოს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი“, — წერს გამოცემა.
სააგენტოს ცნობით, დოკუმენტს ჰქვია „მოთხოვნები ისრაელის მაღალი რანგის ლიდერისგან“ და ოქტომბრის ბოლოთია დათარიღებული. მის თანახმად, იარაღი ან უკვე მიეწოდება, ან პენტაგონი მუშაობს იმაზე, რომ დახმარება აშშ-ისა და ევროპის მარაგებიდან გაგზავნოს.
ოქტომბრის ბოლოს მონაცემებით, ისრაელს უკვე მიღებული ჰქონდა 36 ათასი ჭურვი 30 მმ-იანი ქვემეხისთვის, 1800 ცალი M141 — ბუნკერების გასანადგურებლად, და მინიმუმ 3500 ღამის ხედვის მოწყობილობა.
გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის წარმომადგენელმა უარი თქვა დეტალების განხილვაზე, მაგრამ, როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ის „რამდენიმე მიმართულებას იყენებს — აშშ-ის შიდა მარაგებიდან სამრეწველო არხებამდე — რათა ისრაელს თავდაცვის საშუალებები ჰქონდეს“.
როგორც Bloomberg განმარტავს, ისრაელმა ასევე მოითხოვა 57 ათასზე მეტი 155 მმ-იანი ფუგასური საარტილერიო ჭურვი, 20 ათასი შაშხანა M4A1, 5 ათასამდე ღამის ხედვის მოწყობილობა, 3 ათასი ბუნკერსაწინააღნდეგო ხელყუმბარა M141, ასევე 400 ცალი 120 მმ-იანი ნაღმტყორცნები და 75 სამხედრო მანქანა.
გარდა ამისა, ისრაელს ასევე სურს მიიღოს 200 დრონი Switchblade 600, რომლებიც აშშ-ის არმიის შეიარაღებაში არ შედის. მწარმოებლი კომპანია AeroVironment-ის წარმომადგენელმა კი უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.