ქართული ღვინო RAW WINE-ის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

© photo: Sputnik / Stringerღვინის გამოფენა
ღვინის გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2023
გამოწერა
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა RAW WINE-ზე ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია და მარანი იყო წარდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ტრადიციულად დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და მასმედიის მხრიდან. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, მის კულტურასა და ისტორიას.
RAW Wine ითვლება ერთ-ერთ გამორჩეულ გამოფენად, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
ქართულ ღვინოებს ხედავთ ყველა საუკეთესო სუფრაზე მსოფლიოში: დანიაში ქართული ღვინო წარადგინეს>>>
აშშ ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებულიმნიშვნელობა ენიჭება. აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრის ფასი 6 დოლარს აღემატება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 434 ათასი ლიტრი ღვინო - ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ია.
ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში. მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0