ქართულ ღვინოებს ხედავთ ყველა საუკეთესო სუფრაზე მსოფლიოში: დანიაში ქართული ღვინო წარადგინეს

© photo: Sputnik / Stringerღვინის გამოფენა
ღვინის გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2023
გამოწერა
გამოფენის სტუმრები ქართულ ღვინოებს და ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და ისტორიას გაეცნენ.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW Wine საქართველოდან ღვინის 14 მწარმოებელი კომპანია იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
RAW Wine (The Artisan Wine Fair) ერთ-ერთი გამორჩეული გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.
გამოფენის ორგანიზატორი იყო ცნობილი ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეგერონი, რომელმაც დამსწრეთ ქართული ღვინოები და ქართული ღვინის წარმოების უძველესი ტრადიციები გააცნო.
ლეგერონმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეულია.

„ქართული ღვინოები არის ძლიერი, მდგრადი, აქვთ საკუთარი ისტორია... გასაოცარი არის ის, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანია ღვინის სხვადასხვა სახეობით, მთიანი ვენახებით, კლიმატით, შესანიშნავი ბუნებით. ქართულ ღვინოებს ხედავთ ყველა საუკეთესო სუფრაზე მსოფლიოში“, – განაცხადა ლეგერონმა.

წელს გამოფენაში RAW Wine მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 180-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჩილე და სხვ.
სააგენტოს ცნობით, მსგავს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა, რაც პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.
ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის სკანდინავიის ბაზარი ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდის გამო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად მიიჩნევა.
ყველა ახალი ამბავი
0