https://sputnik-georgia.com/20231114/qadagisvili-opozicias-100-atasi-adamianis-mxardawera-mainc-hqondes-284220673.html
ქადაგიშვილი: ოპოზიციას 100 ათასი ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეს
ქადაგიშვილი: ოპოზიციას 100 ათასი ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეს
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიების რეიტინგში დიდი სხვაობით ლიდერობს 14.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-14T22:47+0400
2023-11-14T22:47+0400
2023-11-15T10:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275663144_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_98ad4dde95f00458937e80f6630d1379.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას ხელისუფლების შეცვლაზე, მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება არ აწყენდათ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.დეპუტატის თქმით, პოლიტიკური პარტიების ცხოვრება არ უნდა ეწყობოდეს ვიწრო, დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების ეგოიზმზე.„პირიქით, ორიენტაცია უნდა ხდებოდეს იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ თავიანთი სოლიდურობით სოლიდური საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვონ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.კალაძე: ხელისუფლება საარჩევნო ბარიერის დაწევას არ გეგმავს >>ჩატარებული გამოკითხვებით, დღეს 5%-იანი ბარიერის გადალახვას და პარლამენტში მოხვედრას შეძლებს ორი პარტია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".უპრეცედენტო მხარდაჭერა: „ქართული ოცნების" გენმდივანი პარტიის რეიტინგით კმაყოფილია >>GORBI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის". გამოკითხულთა 3% მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" - ხმების 2-2%-ით.პარტიებმა „მოქალაქეები" და „გირჩი" (იაგო ხვიჩია) ხმების 1% მიიღეს. გამოკითხვაში მონაწილე პირთა ხმების 5% კი დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275663144_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_fbe917c69222fdaba84b33ef2542db8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
ქადაგიშვილი: ოპოზიციას 100 ათასი ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეს
22:47 14.11.2023 (განახლებულია: 10:20 15.11.2023) „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიების რეიტინგში დიდი სხვაობით ლიდერობს
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას ხელისუფლების შეცვლაზე, მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება არ აწყენდათ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
„როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მზად არიან ხელისუფლება შეცვალონ, კეთილი ინებონ და სულ მცირე, 100.000 ადამიანის მხარდაჭერა მაინც ჰქონდეთ. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი სპეკულაცია“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, პოლიტიკური პარტიების ცხოვრება არ უნდა ეწყობოდეს ვიწრო, დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების ეგოიზმზე.
„პირიქით, ორიენტაცია უნდა ხდებოდეს იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ თავიანთი სოლიდურობით სოლიდური საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვონ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ჩატარებული გამოკითხვებით, დღეს 5%-იანი ბარიერის გადალახვას და პარლამენტში მოხვედრას შეძლებს ორი პარტია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
GORBI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის". გამოკითხულთა 3% მხარს უჭერს „ევროპულ საქართველოს" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის". შემდეგ მოდის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" - ხმების 2-2%-ით.
პარტიებმა „მოქალაქეები" და „გირჩი" (იაგო ხვიჩია) ხმების 1% მიიღეს. გამოკითხვაში მონაწილე პირთა ხმების 5% კი დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.