https://sputnik-georgia.com/20231114/kaladze-qartuli-ocnebis-reitingit-kmakopilia-284215769.html
უპრეცედენტო მხარდაჭერა: „ქართული ოცნების" გენმდივანი პარტიის რეიტინგით კმაყოფილია
უპრეცედენტო მხარდაჭერა: „ქართული ოცნების" გენმდივანი პარტიის რეიტინგით კმაყოფილია
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-ია. 14.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-14T19:45+0400
2023-11-14T19:45+0400
2023-11-14T19:45+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278974326_0:212:2048:1365_1920x0_80_0_0_0e8e5d6ad8d9276028eb5c9acf901a0d.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, არ ჰქონია ისეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს, განაცხადა პარტიის გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის გამოწვევაა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებენ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.„რადიკალური ოპოზიცია" სახელმწიფოს აზარალებს – კობახიძე>>>„შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშეწყობა, „ქართული ოცნებაა" და კვლევებიც ამაზე მეტყველებს", - აღნიშნა კალაძემ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278974326_116:174:1704:1365_1920x0_80_0_0_a90028ec39ff82e56756e3ac92d55c60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, კახა კალაძე , ახალი ამბები
უპრეცედენტო მხარდაჭერა: „ქართული ოცნების" გენმდივანი პარტიის რეიტინგით კმაყოფილია
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-ია.
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, არ ჰქონია ისეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს, განაცხადა პარტიის გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
„ჩემთვის ყველაზე მთავარი ხალხის დამოკიდებულებაა... ჩვენ ბევრ ადამიანს ვხვდებით და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან მოყოლებული არ ჰქონა ისეთი მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს, რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობა კვლავაც კარგად ხედავს არსებულ საფრთხეებს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის გამოწვევაა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებენ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.
„შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშეწყობა, „ქართული ოცნებაა" და კვლევებიც ამაზე მეტყველებს", - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.