https://sputnik-georgia.com/20231113/tengiz-kitovani-gardaicvala-284187227.html
თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა
თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
კიტოვანი დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში და საქართველოში 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა. 13.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-13T19:06+0400
2023-11-13T19:06+0400
2023-11-13T19:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23361/22/233612283_1186:210:3065:1267_1920x0_80_0_0_b9cee1963dd87f6084ae3db24d7d1210.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ეროვნული გვარდიის მეთაური თენგიზ კიტოვანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში კიტოვანის ახლობლები ავრცელებენ.კიტოვანი წლების მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა.თენგიზ კიტოვანი სსრკ-ის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე (1990 წ.) სათავეში ჩაუდგა საქართველოში შექმნილ ეროვნულ გვარდიას. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გვარდია დაშალა, კიტოვანი კი ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა. მან შეიარაღებული დაჯგუფება „მხედრიონის“ ლიდერ ჯაბა იოსელიანთან და ექს-პრემიერ თენგიზ სიგუასთან ერთად მოაწყო გადატრიალება, რასაც მოჰყვა გამსახურდიას მმართველობის დამხობა და მისი ქვეყნიდან გაქცევა.„ომმა მძიმე კვალი დაამჩნია ჩვენს ქვეყანას" - პრემიერი სოხუმის დაცემაზე >>პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თენგიზ კიტოვანმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა. 1992-1993 წლებში კიტოვანი მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი). 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23361/22/233612283_336:0:3065:2047_1920x0_80_0_0_6257669e6cdffe166785feba097bd638.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა
19:06 13.11.2023 (განახლებულია: 19:20 13.11.2023) კიტოვანი დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში და საქართველოში 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა.
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ეროვნული გვარდიის მეთაური თენგიზ კიტოვანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში კიტოვანის ახლობლები ავრცელებენ.
კიტოვანი წლების მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა.
თენგიზ კიტოვანი სსრკ-ის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე (1990 წ.) სათავეში ჩაუდგა საქართველოში შექმნილ ეროვნულ გვარდიას. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გვარდია დაშალა, კიტოვანი კი ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა. მან შეიარაღებული დაჯგუფება „მხედრიონის“ ლიდერ ჯაბა იოსელიანთან და ექს-პრემიერ თენგიზ სიგუასთან ერთად მოაწყო გადატრიალება, რასაც მოჰყვა გამსახურდიას მმართველობის დამხობა და მისი ქვეყნიდან გაქცევა.
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თენგიზ კიტოვანმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.
1992-1993 წლებში კიტოვანი მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი). 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.