საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2023
გამოწერა
სტაჟირება შეუძლია გაიაროს მაგისტრატურის, ბაკალავრიატის ბოლო კურსის და პროფესიული სასწავლებლების მეორე კურსის სტუდენტებმა.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდება - პარლამენტი „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება.
საქართველოს პარლამენტმა კანონში ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო - კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძეა.
„კანონპროექტი მიღებულია, ველოდებით პრეზიდენტის ხელმოწერას, რათა სტაჟირება 1 იანვრიდან ანაზღაურებადი გახდეს. ხელფასი, რომელიც სტაჟიორმა უნდა მიიღოს არადეფიციტური პროფესიებზე, 500 ლარამდეა, ხოლო დეფიციტურ პროფესიებზე ვაძლევთ ათას ლარამდე გადახდის შესაძლებლობას. ვფიქრობთ, 2024 წლისთვის 5 ათასამდე სტაჟიორის მიღებას შევძლებთ", - განაცხადა მიქანაძემ.
კომიტეტის სხდომაზე მიქანაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს კანონის მიღების შემდეგ საინფორმაციო კამპანიაში პარლამენტისთვის დახმარება სთხოვა.
„ჩვენ ვიწყებთ შეხვედრებს იმ ქვეყნებში, სადაც გვექნება შეხვედრები სტუდენტებთან, ეს ეხება არა მარტო მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს, არამედ პროფესიული სასწავლებლების მეოთხე და მეორე კურსის სტუდენტებსაც. ყველა შეხვედრაზე ამ თემის წამოწევის თხოვნა გვექნება", - განაცხადა მიქანაძემ.
სტაჟირებად ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში გარკვეული სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.
ყველაფერი ახალგაზრდებისთვის - კულტურის სამინისტროს პროექტები>>>
სტაჟიორი არის პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
სტაჟირება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟიორს ჩაეთვლება საჯარო დაწესებულებაში საქმიანობის სტაჟად.
სტაჟირება შეუძლია გაიაროს მაგისტრატურის, ბაკალავრიატის ბოლო კურსის და პროფესიული სასწავლებლების მეორე კურსის სტუდენტებმა.
ყველა ახალი ამბავი
0