პოლიანსკი: რუსეთ-ისრაელის ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა

© AP Photo / Oded Balilty
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2023
გამოწერა
თბილისი, 13 ნოემბერი − Sputnik. ღაზის სექტორში კონფლიქტის გამო რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა, განუცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილე დიმიტრი პოლიანსკიმ „რია ნოვოსტის“.
მისი თქმით, ისრაელში იცოდნენ, რომ რუსეთი კრიტიკულად ეკიდებოდა მათ პოზიციას პალესტინასთან დაკავშირებით,
„ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად ვეკიდებოდით იმას, რასაც ისრაელი აკეთებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისრაელმა იცოდა ჩვენი კრიტიკის შესახებ. ისრაელის მხარემ იცოდა, რომ რუსეთი არ ეთანხმება ისრაელის ქმედებებს პალესტინელების მიმართ“, − აღნიშნა პოლიანსკიმ.
რუსი დიპლომატის განმარტებით, იმ ფაქტის გადამოწმება, რომ რუსეთი ყოველთვის კრიტიკულად იყო განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით, მარტივად შეიძლება ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე გაკეთებული განცხადებებით.
როგორც პოლიანსკიმ აღნიშნა, ღაზის სექტორში კრიზისის დარეგულირებისთვის საგზაო რუკა ნათელია: ორი ერთმანეთთან მშვიდობიანად მცხოვრები სახელმწიფო 1967 წლის საზღვრებში - ეს ერთადერთი გზაა შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
ყველა ახალი ამბავი
0