https://sputnik-georgia.com/20231112/ratom-ar-seuzlia-saqartvelos-rusetis-winaarmdeg-sanqciebis-daweseba-papuasvilis-pasuxi-284164228.html
რატომ არ შეუძლია საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება: პაპუაშვილის პასუხი
რატომ არ შეუძლია საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება: პაპუაშვილის პასუხი
Sputnik საქართველო
სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს არ იცავს ნატოს ბირთვული ქოლგა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 12.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-12T20:30+0400
2023-11-12T20:30+0400
2023-11-13T00:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603833_0:193:2048:1346_1920x0_80_0_0_0f76820d3abddff7a3c334aa4d6080b1.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველო რისკის ქვეშ ვერ დააყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით.სპიკერის თქმით, საქართველოს მიმართ „მორალისტობა“ არავის გამოუვა, რადგან საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც, სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ნატოს ატომური ქოლგა არ გვიცავს. ისინი დაცულები არიან, ჩვენ არავინ გვიცავს. დედამიწაზე არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენთვის მოცემული აქვს უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ქართველმა დეპუტატმა ევროპარლამენტარის განცხადება გააკრიტიკა >>გარდა ამისა, სპიკერის თქმით, იმ ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საქართველოს არ იცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა.„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული“, - განაცხადა მან.როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო იზიარებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას იმდენად, რამდენადაც ეს არ დააზარალებს ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესებს.ამავე დროს საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს, მათ შორის რეზოლუციებს, რომლებიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ადამიანის უფლებათა საბჭომ და ევროპულმა საბჭომ მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603833_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_820d2e9bd00dddfb5553fe58393c449f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
რატომ არ შეუძლია საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება: პაპუაშვილის პასუხი
20:30 12.11.2023 (განახლებულია: 00:14 13.11.2023) სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს არ იცავს ნატოს ბირთვული ქოლგა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველო რისკის ქვეშ ვერ დააყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით.
„ჩვენს თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ გავრისკოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ამას არ გააკეთებს არცერთი ქვეყანა, მათ შორის არც ევროკავშირის არცერთი წევრი. ისინი სანქციების გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის იმის შედარებას აკეთებენ, რა შედეგი მოჰყვება სანქციებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, საქართველოს მიმართ „მორალისტობა“ არავის გამოუვა, რადგან საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც, სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ნატოს ატომური ქოლგა არ გვიცავს. ისინი დაცულები არიან, ჩვენ არავინ გვიცავს. დედამიწაზე არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენთვის მოცემული აქვს უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, სპიკერის თქმით, იმ ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საქართველოს არ იცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა.
„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული“, - განაცხადა მან.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო იზიარებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას იმდენად, რამდენადაც ეს არ დააზარალებს ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესებს.
ამავე დროს საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს, მათ შორის რეზოლუციებს, რომლებიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ადამიანის უფლებათა საბჭომ და ევროპულმა საბჭომ მიიღო.