ქართველმა დეპუტატმა ევროპარლამენტარის განცხადება გააკრიტიკა

© Parliament of Georgiaსაქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2023
გამოწერა
ევროპა აგრძელებს ვაჭრობას რუსეთთან, ისევე როგორც საქართველო, ხაზგასმით აღნიშნა დეპუტატმა
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ევროპარლამენტის წევრის მარია კალიურანდის განცხადება საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობის შესახებ არის ანტიევროპული, განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
კალიურანდმა ქვეყნის პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„კალიურანდის განცხადება არის ანტიევროპული და ახლა ავხსნი რატომ: ევროპა ფრთხილობს რუსეთთან და უნდა კონფლიქტი თავიდან აირიდოს იმიტომ, რომ ეს თავისი მოქალაქეებისთვის არის ძალიან ცუდი და გასაგებია. ჩვენც ვფრთხილობთ და არ გვინდა კონფლიქტი რუსეთთან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროპა აგრძელებს რუსეთთან ვაჭრობას, ისევე როგორც საქართველო, და ასეთი განცხადებები, რასაც ევროპარლამენტარი აკეთებს, დეზინფორმაციის ნაწილია.
ევროკავშირის ანგარიშში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულების შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად ნათქვამია, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის მაჩვენებელი.
პაპუაშვილი: ევროინტეგრაცია არ მოიაზრებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას>>
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო იზიარებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას იმდენად, რამდენადაც ეს არ დააზარალებს ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესებს.
ევროკომისიამ თავის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა შეზღუდულ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიახლოების კუთხით. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან ძირითადად არ შეცვლილა (44% - 2022 წელს, 43% - 2023 წლის აგვისტოში).
ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ეს საჰაერო სივრცის დაკეტვას ეხება.
„საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია" - პაპუაშვილი >>
ამავე დროს საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს, მათ შორის რეზოლუციებს, რომლებიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ადამიანის უფლებათა საბჭომ და ევროპულმა საბჭომ მიიღო.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0