https://sputnik-georgia.com/20231112/ojaxuri-zaladoba-saqartvelosi-axali-statistika-284159524.html
ოჯახური ძალადობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა
ოჯახური ძალადობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური ძალადობის ყველაზე გავრცელებული სახე - ფსიქოლოგიური ძალადობაა 12.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-12T15:38+0400
2023-11-12T15:38+0400
2023-11-12T15:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480721_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_6ecd536dbc0b635205b18e662a2fa2d1.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად რჩება და შესაბამის რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს ქურდობისა და ნარკოდანაშაულის შემდეგ.2023 წლის ცხრა თვეში ქვეყანაში „ოჯახური ძალადობის“ მუხლით 3271 დანაშაული დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება.მარნეულში 14 წლის შვილის ქორწინების იძულებისთვის დედა დააკავეს >>საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობას ან სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგები ფიზიკური დაზიანების სახით.საქართველოში ოჯახური ძალადობის ყველაზე გავრცელებული სახე - ფსიქოლოგიური ძალადობაა. საერთო ჯამში, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით დაფიქსირდა 6029 ასეთი შემთხვევა, მეორე ადგილზე ფიზიკური ძალადობაა (1764 შემთხვევა), მესამეზე კი ეკონომიკური ძალადობა (76 ინციდენტი).ვინ ზარალდებაოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა მამაკაცებს ხუთჯერ აღემატება.2023 წლის 9 თვეში ოჯახური ძალადობის შედეგად 5920 ადამიანი დაშავდა, აქედან 4977 ქალია და 943 მამაკაცი.გორის ბავშვთა სახლში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებზე ძალადობდნენ: დაწყებულია გამოძიება >>ამასთან, საქართველოში ოჯახური ტირანების მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. სწორედ ისინი შეადგენენ (საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი). მეორე ადგილზე არიან 45-დან 60 წლამდე ასაკის ქალები13 წლამდე ასაკის ბავშვები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საერთო რაოდენობის 2,8%-ს შეადგენენ, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები - 14,4%-ს.ვინ არიან ტირანებირაც შეეხება ოჯახურ ტირანებს, 2023 წლის 9 თვეში გამოვლინდა 5652 ადამიანი, ვინც სახლში ძალადობას იყენებს, საიდანაც 4785 კაცია და 867 ქალი.ოჯახური ტირანების ორი მესამედი 25-დან 60 წლამდე ასაკის კაცია.60 წლის და მეტი ასაკის პირები ოჯახური ტირანების 8,7%-ს შეადგენენ.ოჯახური ძალადობის ცხელი წერტილებიოჯახური ძალადობის ფაქტების დიდი ნაწილი თბილისში ფიქსირდება - 5,6 ათასიდან 2,6 ათასი ფაქტი. შემდეგ მოდის ქვემო ქართლის რეგიონი (713 დაშავებული), აჭარა (539). ხუთეულში ასევე კახეთი და იმერეთი შედის.ბრძოლა ოჯახურ ძალადობასთან2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.საქართველოს ხელისუფლება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებს.გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საკითხებით დაკავებულია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი მათგანი დაზარალებულებს დროებით თავშესაფარს სთავაზობს, უწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480721_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_2cf76b184f4540d4368889b99496a66a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, ძალადობა ოჯახში
ოჯახური ძალადობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა
საქართველოში ოჯახური ძალადობის ყველაზე გავრცელებული სახე - ფსიქოლოგიური ძალადობაა
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად რჩება და შესაბამის რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს ქურდობისა და ნარკოდანაშაულის შემდეგ.
2023 წლის ცხრა თვეში ქვეყანაში „ოჯახური ძალადობის“ მუხლით 3271 დანაშაული დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობას ან სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგები ფიზიკური დაზიანების სახით.
საქართველოში ოჯახური ძალადობის ყველაზე გავრცელებული სახე - ფსიქოლოგიური ძალადობაა. საერთო ჯამში, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით დაფიქსირდა 6029 ასეთი შემთხვევა, მეორე ადგილზე ფიზიკური ძალადობაა (1764 შემთხვევა), მესამეზე კი ეკონომიკური ძალადობა (76 ინციდენტი).
ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა მამაკაცებს ხუთჯერ აღემატება.
2023 წლის 9 თვეში ოჯახური ძალადობის შედეგად 5920 ადამიანი დაშავდა, აქედან 4977 ქალია და 943 მამაკაცი.
ამასთან, საქართველოში ოჯახური ტირანების მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. სწორედ ისინი შეადგენენ (საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი). მეორე ადგილზე არიან 45-დან 60 წლამდე ასაკის ქალები
13 წლამდე ასაკის ბავშვები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საერთო რაოდენობის 2,8%-ს შეადგენენ, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები - 14,4%-ს.
რაც შეეხება ოჯახურ ტირანებს, 2023 წლის 9 თვეში გამოვლინდა 5652 ადამიანი, ვინც სახლში ძალადობას იყენებს, საიდანაც 4785 კაცია და 867 ქალი.
ოჯახური ტირანების ორი მესამედი 25-დან 60 წლამდე ასაკის კაცია.
60 წლის და მეტი ასაკის პირები ოჯახური ტირანების 8,7%-ს შეადგენენ.
ოჯახური ძალადობის ცხელი წერტილები
ოჯახური ძალადობის ფაქტების დიდი ნაწილი თბილისში ფიქსირდება - 5,6 ათასიდან 2,6 ათასი ფაქტი. შემდეგ მოდის ქვემო ქართლის რეგიონი (713 დაშავებული), აჭარა (539). ხუთეულში ასევე კახეთი და იმერეთი შედის.
ბრძოლა ოჯახურ ძალადობასთან
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
საქართველოს ხელისუფლება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებს.
გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საკითხებით დაკავებულია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი მათგანი დაზარალებულებს დროებით თავშესაფარს სთავაზობს, უწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.