https://sputnik-georgia.com/20231102/marneulsi-14-wlis-svilis-qorwinebis-izulebistvis-deda-daakaves-283915991.html
მარნეულში 14 წლის შვილის ქორწინების იძულებისთვის დედა დააკავეს
მარნეულში 14 წლის შვილის ქორწინების იძულებისთვის დედა დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 02.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-02T15:12+0400
2023-11-02T15:12+0400
2023-11-02T15:23+0400
შემთხვევები საქართველოში
მარნეული
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282979682_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_8b19c512f6118dd26452d594ad98437b.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებული თვლიდა, რომ არასრულწლოვანის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და 14 წლის შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა. დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 31 ოქტომბერს დააკავეს. ქალს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11'-150-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მარნეული
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282979682_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_a57f6e224030776bb0b1e882e9d5a5dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, მარნეული, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში, მარნეული, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
მარნეულში 14 წლის შვილის ქორწინების იძულებისთვის დედა დააკავეს
15:12 02.11.2023 (განახლებულია: 15:23 02.11.2023) დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებული თვლიდა, რომ არასრულწლოვანის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და 14 წლის შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა. დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 31 ოქტომბერს დააკავეს.
ქალს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11'-150-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.