https://sputnik-georgia.com/20231112/gamonabolqvi-gzebze-mimdinare-tveshi-1800-mzgoli-dajarimda-284156613.html
გამონაბოლქვი გზებზე: ბოლო ორ თვეში 1800-ზე მეტო მძღოლი დაჯარიმდა
გამონაბოლქვი გზებზე: ბოლო ორ თვეში 1800-ზე მეტო მძღოლი დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა თბილისში, შემდეგ მოდის ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი 12.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-12T09:50+0400
2023-11-12T09:50+0400
2023-11-12T09:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
ვითარება გზებზე
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262675658_0:317:3079:2048_1920x0_80_0_0_985c9f957b10dbaf8a56d7df16cba797.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი— Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა 4 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 1839 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო. გასულ წელს 30 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, რათა მანქანების ხილული გამონაბოლქვი დარღვევად ჩაითვალოს.ყველაზე მეტი – 803 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 407 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 358 – ბათუმში, 271 კი ქალაქ რუსთავში.1839 ჯარიმიდან 1544 ფიზიკური პირის სახელზე გამოიწერა, 295 შემთხვევაში კი იურიდიული პირები დაჯარიმდნენ. 1009 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების, ხოლო 830 - სატვირთო და მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი.რეტრო ავტომობილების სილამაზე: საოცარი მანქანები წარსულიდან – ფოტო >>„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განსაზღვრულია 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა სამმაგდება და 300 ლარი გახდება. თუ 15 დღის განმავლობაში დარღვევა კვლავ გამოვლინდება, ჯარიმის ოდენობა 600 ლარს შეადგენს.იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1,5 ათასი და 3 ათასი ლარია. თუ პირი ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება.უწყების ცნობით, როდესაც მოხდება კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება და შემოწმება, თუ დაფიქსირდა მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და მესაკუთრე არ ეთანხმება შედეგებს, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს ტექინსპექტირება ახლიდან ჩაუტარდება.თუ შედეგები დადასტურება, გამოწერილი საჯარიმო ქვითარი დარჩება ძალაში. თუ ტექინსპექტირების ცენტრში დარღვევა არ დაფიქსირდება, საჯარიმო სანქცია გაუქმდება.დასასვენებელი ადგილი ავტოფარეხების ნაცვლად - მერია მოსახლეობას მიმართავს >>საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა.ავტომობილის მართვა, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი ან ასეთი ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემა, 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ტექდათვალიერების გარეშე ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების შედეგად ჯარიმები ჯამში 600 ლარს შეადგენს. ჯარიმის გადასახდელად ვადა განისაზღვრა ერთი თვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საურავი ირიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, მას მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოერთმევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262675658_54:0:2785:2048_1920x0_80_0_0_f37fbc1b092bf48925bc8a89ee1546c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, ვითარება გზებზე, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გამონაბოლქვი გზებზე: ბოლო ორ თვეში 1800-ზე მეტო მძღოლი დაჯარიმდა
ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა თბილისში, შემდეგ მოდის ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი
თბილისი, 12 ნოემბერი— Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟებმა 4 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 1839 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო. გასულ წელს 30 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, რათა მანქანების ხილული გამონაბოლქვი დარღვევად ჩაითვალოს.
ყველაზე მეტი – 803 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 407 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 358 – ბათუმში, 271 კი ქალაქ რუსთავში.
1839 ჯარიმიდან 1544 ფიზიკური პირის სახელზე გამოიწერა, 295 შემთხვევაში კი იურიდიული პირები დაჯარიმდნენ. 1009 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების, ხოლო 830 - სატვირთო და მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განსაზღვრულია 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა სამმაგდება და 300 ლარი გახდება. თუ 15 დღის განმავლობაში დარღვევა კვლავ გამოვლინდება, ჯარიმის ოდენობა 600 ლარს შეადგენს.
იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1,5 ათასი და 3 ათასი ლარია. თუ პირი ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება.
უწყების ცნობით, როდესაც მოხდება კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება და შემოწმება, თუ დაფიქსირდა მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და მესაკუთრე არ ეთანხმება შედეგებს, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს ტექინსპექტირება ახლიდან ჩაუტარდება.
თუ შედეგები დადასტურება, გამოწერილი საჯარიმო ქვითარი დარჩება ძალაში. თუ ტექინსპექტირების ცენტრში დარღვევა არ დაფიქსირდება, საჯარიმო სანქცია გაუქმდება.
საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა.
ავტომობილის მართვა, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი ან ასეთი ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემა, 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ტექდათვალიერების გარეშე ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების შედეგად ჯარიმები ჯამში 600 ლარს შეადგენს. ჯარიმის გადასახდელად ვადა განისაზღვრა ერთი თვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საურავი ირიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, მას მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოერთმევა.