https://sputnik-georgia.com/20221102/dasasvenebeli-adgili-avtofarexebis-adgilas-meria-mosaxleobas-mimartavs-271873917.html
დასასვენებელი ადგილი ავტოფარეხების ნაცვლად - მერია მოსახლეობას მიმართავს
დასასვენებელი ადგილი ავტოფარეხების ნაცვლად - მერია მოსახლეობას მიმართავს
Sputnik საქართველო
თბილისის მერია უფასოდ მოახდენს ავტოფარეხების დემონტაჟს და ამ ადგილებზე სხვადასხვა პროექტს განახორციელებს. 02.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-02T17:07+0400
2022-11-02T17:07+0400
2022-11-02T21:24+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271867231_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_685cab30aa818bb2bc4efa780e5f8e98.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ დედაქალაქის ხელისუფლებას მათ საცხოვრებელ სახლებთან მდებარე გარაჟების აღებისა და მათ ადგილზე პარკებისა და სკვერების აგების თხოვნით.მერის თქმით, მაგალითად, გლდანის მესამე მიკრორაიონში რამდენიმე მრავალსართულიანი სახლის გვერდით ავტოფარეხების დემონტაჟი მოახდინეს, რის შემდეგაც იქ რეკრეაციული სივრცე მოაწყვეს.დაახლოებით 1,5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო გართობის, ფიტნესის ზონები, საბავშვო მოედნები, ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.მან აღნიშნა, რომ ავტოფარეხები ქალაქისთვის დიდი პრობლემაა, რადგან ესაა ულამაზო ნაგებობა, რომელიც ეზოების დიდ ნაწილს იკავებს. მერის თქმით, ზოგიერთი მათგანი საერთოდ უსარგებლოა, რადგან მოსახლეობა არ იყენებს.გარაჟების რეკრეაციული ზონებით შეცვლის პროექტი 2017 წელს დაიწყო. ადგილობრივი მცხოვრებლების სურვილის შემთხვევაში თბილისის მერია რაიონის გამგეობასთან ერთად უფასოდ ახდენს გარაჟების დემონტაჟს და მათ ადგილზე სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271867231_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_d58657222332ff988ed4bb93f8cf273c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
დასასვენებელი ადგილი ავტოფარეხების ნაცვლად - მერია მოსახლეობას მიმართავს
17:07 02.11.2022 (განახლებულია: 21:24 02.11.2022) თბილისის მერია უფასოდ მოახდენს ავტოფარეხების დემონტაჟს და ამ ადგილებზე სხვადასხვა პროექტს განახორციელებს.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ დედაქალაქის ხელისუფლებას მათ საცხოვრებელ სახლებთან მდებარე გარაჟების აღებისა და მათ ადგილზე პარკებისა და სკვერების აგების თხოვნით.
მერის თქმით, მაგალითად, გლდანის მესამე მიკრორაიონში რამდენიმე მრავალსართულიანი სახლის გვერდით ავტოფარეხების დემონტაჟი მოახდინეს, რის შემდეგაც იქ რეკრეაციული სივრცე მოაწყვეს.
დაახლოებით 1,5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო გართობის, ფიტნესის ზონები, საბავშვო მოედნები, ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
„ბოლო წლებში სკვერების განახლება-მოწესრიგების არაერთი პროექტი განვახორციელეთ. დავიბრუნეთ სარეკრეაციო სივრცეები, რომლებიც გასხვისებული იყო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ქალაქს, შვილებს მწვანე სივრცეები ძალიან სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
მან აღნიშნა, რომ ავტოფარეხები ქალაქისთვის დიდი პრობლემაა, რადგან ესაა ულამაზო ნაგებობა, რომელიც ეზოების დიდ ნაწილს იკავებს. მერის თქმით, ზოგიერთი მათგანი საერთოდ უსარგებლოა, რადგან მოსახლეობა არ იყენებს.
გარაჟების რეკრეაციული ზონებით შეცვლის პროექტი 2017 წელს დაიწყო. ადგილობრივი მცხოვრებლების სურვილის შემთხვევაში თბილისის მერია რაიონის გამგეობასთან ერთად უფასოდ ახდენს გარაჟების დემონტაჟს და მათ ადგილზე სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.