საქართველოში მოლუსკების იმპორტი შემცირდა - ახალი მონაცემები

© photo: Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia / FB
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2023
გამოწერა
9 თვეში საქართველომ ექსპორტზე 1,1 მლნ დოლარის 117 ტონა მოლუსკები გაიტანა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ 2023 წლის ცხრა თვეში 730 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მოლუსკებისა და წყლის სხვა უხერხემლოების იმპორტი განახორციელა, რაც თითქმის 32%-ით ნაკლებია 2022 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
2023 წლის ცხრა თვეში საქართველომ შემოიტანა 42,7%-ით ნაკლები მოლუსკები - სულ 70 ტონა.
იმპორტი ყველაზე დიდი ოდენობით თანხობრივად იტალიიდან, რაოდენობრივად კი ჩინეთიდან განხორციელდა.
ღვინო, მოცვი, თევზის ცხიმი და ლოკოკინები - რომელი აგროპროდუქცია გადის საქართველოდან? >>
იტალიიდან 214 ათასი დოლარის 1 ტონა მოლუსკი და უხერხემლოები შემოვიდა, ჩინეთიდან კი 145 ათასი დოლარის 33 ტონა.
გარდა ამისა, 83 ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა ნიდერლანდიდან (10 ტონა), 68 ათასი დოლარის – საფრანგეთიდან (2 ტონა), 58 ათასი დოლარის - პორტუგალიიდან (7 ტონა).
ქართული ხამანწკებითა და მიდიებით რუსეთი და აზერბაიჯანი დაინტერესდნენ >>
ამასთან, 9 თვეში საქართველომ ექსპორტზე 1,1 მლნ დოლარის 117 ტონა მოლუსკები გაიტანა.
ადგილობრივად წარმოებული მოლუსკების რეალიზება მხოლოდ ორ ბაზარზე - საფრანგეთსა და იტალიაში მოხდა. ექსპორტის ძირითადი ნაწილი საფრანგეთზე მოდის, სადაც 1 მილიონ 051 ათასი დოლარი ღირებულების 116 ტონა გაიყიდა. იტალიაში კი მხოლოდ 7 ათასი დოლარის 1 ტონა მოლუსკები გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0