ქართული ხამანწკებითა და მიდიებით რუსეთი და აზერბაიჯანი დაინტერესდნენ

© photo: Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia / FBქართული ხამანწკები
ქართული ხამანწკები - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
წყალქვეშა ფერმა, სადაც ზღვის პროდუქტების კულტივირება და მოყვანა მიმდინარეობს, აჭარაში 2020 წელს ამუშავდა.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ქართულ აკვაკულტურას დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება დარგის განვითარებას უფრო აქტიურად შეუწყობს ხელს, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

შავი ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2020
საქართველოში შავი ზღვის რაპანას მასშტაბურ კვლევას ჩაატარებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ ილია თამარაშვილთან ერთად ხამანწკებისა და მიდიების საწარმო „მარიკულტურა გეორგიას“ ეწვია და მუშაობის პროცესს გაეცნო.

კომპანია ორ ობიექტს აერთიანებს აჭარაში – საზღვაო ფერმასა და გადამამუშავებელ საწარმოს, ასევე თბილისში შოკური მეთოდით გაყინვის საწარმოს. საზღვაო ფერმისა და გადამამუშავებელი საწარმოს მოსაწყობად კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სახელმწიფოს დაფინანსებამ 470 000 ლარი შეადგინა.

„საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს როგორც აკვაკულტურის, ისე მარიკულტურის განვითარების კუთხით. ამ პოტენციალს მაქსიმალური ათვისება სჭირდება, რისთვისაც 2020 წელს სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შემუშავდა კანონმდებლობა, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულების განვითარებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ კომპანია „მარიკულტურა გეორგიამ“ პირველი ნაბიჯები გადადგა და წარმატების მაგალითი პრაქტიკაში უკვე გაჩნდა.

წყალქვეშა ფერმა, სადაც ზღვის პროდუქტების კულტივირება და მოყვანა ხდება, აჭარაში, კვარიათთან ახლოს 2020 წელს ამუშავდა.

არაგვი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2021
ევროკავშირი საქართველოს აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება

წყალქვეშა საზღვაო ფერმა 70 ჰა ზღვის აკვატორიას მოიცავს. მისი წარმადობა სეზონზე 30 ტონა მიდიას და 10-15 ტონა ხამანწკას შეადგენს. მიდიის ზრდასრულ ასაკამდე გაზრდას 2 წელი, ხოლო ხამანწკის – 4 წელი სჭირდება.

წარმოებული პროდუქცია ცოცხალი სახით მაისიდან ოქტომბრამდე იყიდება, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში კომპანია მომხმარებლებს შოკური მეთოდით გაყინულ პროდუქციას სთავაზობს. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხდება. იგეგმება პროდუქციის გატანა ექსპორტზე; შემოთავაზება მიღებულია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონკონგიდან და კანადიდან.

„იმისათვის, რომ კიდევ მეტი იყოს ასეთი წარმატებული წარმოება, სახელმწიფოს მხარდაჭერა და ხელშეწყობა უნდა გაგრძელდეს... აკვაკულტურისა და მარიკულტურის განვითარების მიმართულებით გვექნება კომპლექსური მიდგომა, რაც მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას ითვალისწინებს და გულისხმობს როგორც პირველადი, ასევე შემნახველი, გადამამუშავებელი წარმოების განვითარებას, ინფრასტრუქტურის შექმნას და, რა თქმა უნდა, ცოდნის გაზიარებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მიდიებისა და ხამანწკების წარმოების გაზრდის მიზნით კომპანია სპეციალური გემის შეძენას გეგმავს სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0