https://sputnik-georgia.com/20231111/polinetsi-qartul-rvinos-gaecnen-284149143.html
პოლონეთში ქართული ღვინოებს გაეცნენ
პოლონეთში ქართული ღვინოებს გაეცნენ
Sputnik საქართველო
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს 11.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-11T16:09+0400
2023-11-11T16:09+0400
2023-11-11T16:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლონეთი
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_2a737823f14d05454c976c2467d62e99.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. პოლონეთში ქართული ღვინო რამდენიმე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში EnoExpo 2023 ქართული ღვინის 26 მწარმოებელი მონაწილეობდა.გამოფენის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსზე, ქართულმა ღვინოებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს; „მარანი ელიზბარის“ „რქაწითელი“ ვერცხლით და „საფერავი” ბრინჯაოთი დაჯილდოვდა, Gevelli-ის „საფერავი რეზერვი“ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.ქართული ხამანწკებითა და მიდიებით რუსეთი და აზერბაიჯანი დაინტერესდნენ >>ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა კრაკოვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიულ „ფშეგოჟალის სასახლეშიც“, სადაც წარმოდგენილი იყო გამოფენაში EnoExpo 2023 მონაწილე 15-მდე ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია. მოწვეულ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ქართული ღვინის შესახებ ინფორმაცია ქართველი მწარმოებლებისგან მიეღოთ. დეგუსტაციაზე, პოლონელმა ღვინის პროფესიონალებმა ქართველ მწარმოებლებს ინფორმაცია მიაწოდეს პოლონეთის ბაზარის სპეციფიკაზე, მოთხოვნებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.ღონისძიებების ფარგლებში, „ქართული ღვინის საღამო“ გაიმართა კრაკოვის ერთ-ერთ ღვინის ბარში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებლის პროდუქცია.ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის ფესტივალიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 25-მდე ღვინის კომპანიამ მიიღო. ფესტივალს პოლონეთის ღვინის ბაზრის კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება იმართება. ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d0e4d5f6798ca7ef2df4fc08bb765c0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
პოლონეთში ქართული ღვინოებს გაეცნენ
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. პოლონეთში ქართული ღვინო რამდენიმე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში EnoExpo 2023 ქართული ღვინის 26 მწარმოებელი მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსზე, ქართულმა ღვინოებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს; „მარანი ელიზბარის“ „რქაწითელი“ ვერცხლით და „საფერავი” ბრინჯაოთი დაჯილდოვდა, Gevelli-ის „საფერავი რეზერვი“ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა კრაკოვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიულ „ფშეგოჟალის სასახლეშიც“, სადაც წარმოდგენილი იყო გამოფენაში EnoExpo 2023 მონაწილე 15-მდე ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია. მოწვეულ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ქართული ღვინის შესახებ ინფორმაცია ქართველი მწარმოებლებისგან მიეღოთ. დეგუსტაციაზე, პოლონელმა ღვინის პროფესიონალებმა ქართველ მწარმოებლებს ინფორმაცია მიაწოდეს პოლონეთის ბაზარის სპეციფიკაზე, მოთხოვნებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
ღონისძიებების ფარგლებში, „ქართული ღვინის საღამო“ გაიმართა კრაკოვის ერთ-ერთ ღვინის ბარში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებლის პროდუქცია.
ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის ფესტივალიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 25-მდე ღვინის კომპანიამ მიიღო. ფესტივალს პოლონეთის ღვინის ბაზრის კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება იმართება. ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა.