https://sputnik-georgia.com/20231110/ramdeni-saaviacio-sawvavi-semovida-saqartvelosi-monacemebi-284117662.html
რამდენი საავიაციო საწვავი შემოვიდა საქართველოში - ბოლო მონაცემები
რამდენი საავიაციო საწვავი შემოვიდა საქართველოში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში საავიაციო საწვავის მომწოდებელ ქვეყნებს შორის თურქმენეთი ლიდერობს. 10.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-10T10:44+0400
2023-11-10T10:44+0400
2023-11-10T10:44+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281449372_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_9fc0acf95a55c1f63e67148e1a895265.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საავიაციო ნავთის იმპორტი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,3%-ით გაიზარდა და 106,8 ათასი ტონა შეადგინა, ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოში საავიაციო ნავთის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის თურქმენეთი ლიდერობს. 2023 წლის პირველ ათ თვეში ამ ქვეყნიდან შემოვიდა 49,9 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 46,7%-ია. თურქმენეთის შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – 23,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 21,6 %-ია. გარდა ამისა, 12,9 ათასი ტონა საავიაციო ნავთის იმპორტი განხორციელდა საბერძნეთიდან – მთლიანი იმპორტის 12,1%. თურქეთზე მოდის 9,6%, საიდანაც 10,3 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა. მალტაზე მოდის 7,5% – აღნიშნული ქვეყნიდან შემოვიდა 8 ათასი ტონა, ლიბიაზე - 1,9% - შემოვიდა 2 ათასი ტონა, შვეიცარიაზე -0,6% - 0,6 ათასი ტონა. დეფიციტი არ იქნება - ფინანსთა მინისტრი რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვის შესახებ>>ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარი-ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 8,2%-ით გაიზარდა და 19,5 ათასი ტონა შეადგინა. ყველაზე მეტი საცხებ-საპოხი მასალა შემოიტანეს თურქეთიდან - 4,18 ათასი ტონა, რაც იმპორტის საერთო მაჩვენებლის 21,4%-ია. შემდეგ მოდის ირანი – 3,49 ათასი ტონა (17,9%); გერმანია – 2,41 ათასი ტონა (12,4%), აზერბაიჯანი – 1,39 ათასი ტონა (7,1%) და სხვ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281449372_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8748f005391530cad93dffe8dc84df76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, სტატისტიკა
რამდენი საავიაციო საწვავი შემოვიდა საქართველოში - ბოლო მონაცემები
საქართველოში საავიაციო საწვავის მომწოდებელ ქვეყნებს შორის თურქმენეთი ლიდერობს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საავიაციო ნავთის იმპორტი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,3%-ით გაიზარდა და 106,8 ათასი ტონა შეადგინა, ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში საავიაციო ნავთის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის თურქმენეთი ლიდერობს. 2023 წლის პირველ ათ თვეში ამ ქვეყნიდან შემოვიდა 49,9 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 46,7%-ია.
თურქმენეთის შემდეგ მოდის აზერბაიჯანი – 23,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 21,6 %-ია.
გარდა ამისა, 12,9 ათასი ტონა საავიაციო ნავთის იმპორტი განხორციელდა საბერძნეთიდან – მთლიანი იმპორტის 12,1%. თურქეთზე მოდის 9,6%, საიდანაც 10,3 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა. მალტაზე მოდის 7,5% – აღნიშნული ქვეყნიდან შემოვიდა 8 ათასი ტონა, ლიბიაზე - 1,9% - შემოვიდა 2 ათასი ტონა, შვეიცარიაზე -0,6% - 0,6 ათასი ტონა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარი-ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 8,2%-ით გაიზარდა და 19,5 ათასი ტონა შეადგინა.
ყველაზე მეტი საცხებ-საპოხი მასალა შემოიტანეს თურქეთიდან - 4,18 ათასი ტონა, რაც იმპორტის საერთო მაჩვენებლის 21,4%-ია.
შემდეგ მოდის ირანი – 3,49 ათასი ტონა (17,9%); გერმანია – 2,41 ათასი ტონა (12,4%), აზერბაიჯანი – 1,39 ათასი ტონა (7,1%) და სხვ.