https://sputnik-georgia.com/20231002/depiciti-ar-iqneba-xucishvili-rusetidan-sawvavis-eqsportis-akrzalvaze-282853001.html
დეფიციტი არ იქნება - ფინანსთა მინისტრი რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვის შესახებ
დეფიციტი არ იქნება - ფინანსთა მინისტრი რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვის შესახებ
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში საავტომობილო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა – 449,5 ათასი ტონა რუსეთიდან შემოვიდა. 02.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-02T12:49+0400
2023-10-02T12:49+0400
2023-10-02T17:11+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447345_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_49378135e3abc17f39617421e99de20f.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციიდან საწვავის ექსპორტის შეზღუდვის გამო საქართველოში ნავთობპროდუქტებზე დეფიციტი არ იქნება, იმპორტიორები ბენზინს და დიზელის საწვავს შემოიტანენ სხვა ქვეყნებიდან, სადაც ფასი უფრო მისაღები იქნება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან. ბოლო პერიოდში რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო – ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის საერთო მოცულობის 80%-ზე მეტი რუსეთზე მოდიოდა. ქვეყნის შიგნით საწვავის საბითუმო ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვა შემოიღო. მეზობელი ქვეყნის ბაზარზე დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქართველოში ექსპერტები ქვეყანაში საწვავის ღირებულების შემდგომ ზრდას ვარაუდობენ, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო ბოლო კვირებში ისედაც უკვე გაიზარდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საწვავი არ არის ის პროდუქტი, რომლის ალტერნატიული ბაზრის პოვნა რთულია. „რომ იყოს ისეთი პროდუქტები, რომლის სხვა ბაზარზე მოძებნაც შეუძლებელია, ან რომლის იმპორტიც დიდ ძალისხმევას საჭიროებს, შეიძლება ფიქრი იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ამა თუ იმ ბაზარზე დამოკიდებულება. მაგრამ ამ ნაწილში პრობლემას ვერ ვხედავთ. როდესაც ფასები იზრდება, იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება", – განაცხადა ხუციშვილმა. ოქტომბერში საწვავზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი - კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი>>>მისი თქმით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს აქამდე ბენზინისა და დიზელის საწვავის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შემოჰქონდათ, რადგანაც იაფი იყო. „აქამდე ბიზნესს შემოჰქონდა ნავთობპროდუქტები საქართველოსთვის, რადგან მათთვის ფასი ბევრად უფრო მისაღები იყო, შესაბამისად, მისი უფრო დაბალ ფასში რეალიზაცია ხდებოდა. რაც შეეხება (რუსეთზე) დამოკიდებულების ნაწილს, ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტი, რომ რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ამ პროდუქტის სხვა ბაზრებზე გადართვა იმ შემთხვევაში, თუ ფასები არ იქნება მისაღები", – განაცხადა ხუციშვილმა. 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 554,2 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 6,2%-ით მეტია. ბენზინის ფასი საქართველოში კვლავ გაიზრდება - Wissol-ის დირექტორი>>>მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ყველაზე მეტი საწვავის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა – 449,5 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 81,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან რუმინეთი – 77,6 ათასი ტონა – 14%, თურქმენეთი – 11,4 ათასი ტონა – 2%, აზერბაიჯანი – 9,5 ათასი ტონა – 1,7%, ბელარუსი – 5 ათასი ტონა – 0,9%, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1 ათასი ტონა – 0,2%, უკრაინა – 0,1 ათასი ტონა – 0,02%, ბულგარეთი – 0,1 ათასი ტონა – 0,02%.საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447345_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_04a425207e0e9d5952dc75dc3ebb511d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
დეფიციტი არ იქნება - ფინანსთა მინისტრი რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვის შესახებ
12:49 02.10.2023 (განახლებულია: 17:11 02.10.2023) მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში საავტომობილო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა – 449,5 ათასი ტონა რუსეთიდან შემოვიდა.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციიდან საწვავის ექსპორტის შეზღუდვის გამო საქართველოში ნავთობპროდუქტებზე დეფიციტი არ იქნება, იმპორტიორები ბენზინს და დიზელის საწვავს შემოიტანენ სხვა ქვეყნებიდან, სადაც ფასი უფრო მისაღები იქნება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან.
ბოლო პერიოდში რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო – ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის საერთო მოცულობის 80%-ზე მეტი რუსეთზე მოდიოდა. ქვეყნის შიგნით საწვავის საბითუმო ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვა შემოიღო.
მეზობელი ქვეყნის ბაზარზე დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქართველოში ექსპერტები ქვეყანაში საწვავის ღირებულების შემდგომ ზრდას ვარაუდობენ, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო ბოლო კვირებში ისედაც უკვე გაიზარდა.
„როცა რუსეთის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ბუნებრივია, ბიზნესი ირჩევს იმ ბაზარს, საიდანაც უფრო იაფადაა შესაძლებელი აღნიშნული პროდუქტების შემოტანა. ამიტომაც ნავთობპროდუქტების დეფიტიტი არ იქნება, მისი იმპორტი შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან განხორციელდეს, შესაბამისი ფასით", – განაცხადა ხუციშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საწვავი არ არის ის პროდუქტი, რომლის ალტერნატიული ბაზრის პოვნა რთულია.
„რომ იყოს ისეთი პროდუქტები, რომლის სხვა ბაზარზე მოძებნაც შეუძლებელია, ან რომლის იმპორტიც დიდ ძალისხმევას საჭიროებს, შეიძლება ფიქრი იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ამა თუ იმ ბაზარზე დამოკიდებულება. მაგრამ ამ ნაწილში პრობლემას ვერ ვხედავთ. როდესაც ფასები იზრდება, იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება", – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს აქამდე ბენზინისა და დიზელის საწვავის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შემოჰქონდათ, რადგანაც იაფი იყო.
„აქამდე ბიზნესს შემოჰქონდა ნავთობპროდუქტები საქართველოსთვის, რადგან მათთვის ფასი ბევრად უფრო მისაღები იყო, შესაბამისად, მისი უფრო დაბალ ფასში რეალიზაცია ხდებოდა. რაც შეეხება (რუსეთზე) დამოკიდებულების ნაწილს, ბენზინი და დიზელი არ არის ის პროდუქტი, რომ რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს ამ პროდუქტის სხვა ბაზრებზე გადართვა იმ შემთხვევაში, თუ ფასები არ იქნება მისაღები", – განაცხადა ხუციშვილმა.
2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 554,2 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 6,2%-ით მეტია.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ყველაზე მეტი საწვავის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა – 449,5 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 81,1%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან რუმინეთი – 77,6 ათასი ტონა – 14%, თურქმენეთი – 11,4 ათასი ტონა – 2%, აზერბაიჯანი – 9,5 ათასი ტონა – 1,7%, ბელარუსი – 5 ათასი ტონა – 0,9%, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1 ათასი ტონა – 0,2%, უკრაინა – 0,1 ათასი ტონა – 0,02%, ბულგარეთი – 0,1 ათასი ტონა – 0,02%.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.