https://sputnik-georgia.com/20230929/oqtombersi-sawvavze-fasis-zrdaa-mosalodneli-konkurenciis-saagentos-xelmzrvaneli-282775988.html
ოქტომბერში საწვავზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი - კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი
ოქტომბერში საწვავზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი - კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი
Sputnik საქართველო
მსოფლიოში საწვავზე ფასების ზრდაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათგან ძირითადია რიგი ქვეყნების გადაწყვეტილება საწვავის წარმოების შემცირების შესახებ... 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T10:53+0400
2023-09-29T10:53+0400
2023-09-29T17:05+0400
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საწვავის ფასები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261316933_242:405:2104:1452_1920x0_80_0_0_a8b77b88c409ced92b200ac5bba93c50.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საწვავზე ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებია, შესაბამისად, ოქტომბერში ზრდის მიმართულებით ფასების კორექციას შეიძლება ველოდოთ, განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ. მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების ზრდის პარალელურად ბოლო კვირების განმავლობაში საწვავის ფასები იზრდება საქართველოს ავტოგასამართ სადგურებშიც. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ საკუთარი შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით დროებით შეზღუდა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი. ამ აკრძალვის გამო ქართულ კომპანიებს საწვავის ალტერნატიული ბაზრებიდან შემოტანა მოუწევთ. მისი ინფორმაციით, სააგენტო პერიოდულად გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშებს და შეაფასებს არასაბაზრო ფაქტორების გავლენას. როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, მსოფლიოში საწვავზე ფასის ზრდაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათგან ძირითადია რიგი ქვეყნების გადაწყვეტილება საწვავის წარმოების შემცირების შესახებ. რუსეთში, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავის ძირითადი ექსპორტიორი იყო, დროებითი შეზღუდვების დაწესება საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე გამოიწვია იმან, რომ საწვავის საბირჟო ფასები რუსეთში რამდენიმე თვე რეკორდულ დონეზე იყო შენარჩუნებული, ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად დაჩქარდა ასევე საცალო ფასებზე. „ჩვენ 100%-ით საწვავის იმპორტიორი ქვეყანა ვართ. რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს მსოფლიოში საწვავის ფასის ზრდას. ეს არის დიდი ქვეყნების გადაწყვეტილება მოპოვების შემცირების შესახებ, მათ შორის ჩვენი მეზობლის გადაწყვეტილება საწვავის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ; ჩინეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები გაზრდილი მოთხოვნის შესახებ", – განაცხადა ლექვინაძემ. ბენზინის ფასი საქართველოში კვლავ გაიზრდება - Wissol-ის დირექტორი>>მისი თქმით, ბოლო თვეებში ერთ ტონაზე ფასი 750 დოლარიდან 1.000 დოლარამდე გაიზარდა. „ბრენტის“ ტიპის ნავთობზე ფასი 75 დოლარიდან 95 დოლარამდეა გაზრდილი ერთ ბარელზე. „იგივე შემიძლია გითხრათ რუსულ საწვავთან დაკავშირებით – 55 დოლარიდან დაახლოებით 80 დოლარამდეა აწეული. ალბათ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არის ის პროცესები, რაც გავლენას ახდენს საქართველოში საწვავის ფასზე, განსხვავებით გასული წლის აპრილი-აგვისტოს პერიოდიდან, როდესაც საქართველოს გააჩნდა და კომპანიებს შეეძლოთ იაფი რესურსის წყალობით უფრო მეტად შეემცირებინათ საწვავის ფასი მომხმარებლისთვის, თუმცა მათ შეინარჩუნეს ფასი", – განაცხადა ლექვინაძემ. აგვისტოს დასაწყისში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ხუთი მსხვილი რეალიზატორი კომპანია საერთო ჯამში 4 მილიონი ლარით დააჯარიმა "კონკურენციის შესახებ" კანონის დარღვევის გამო. მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების მიუხედავად საქართველოში საწვავის ღირებულება 2022 წლის მარტ-აგვისტოში მაღალი რჩებოდა. საწვავის გაზრდილი ფასებით გაყიდვა - დააჯარიმეს ხუთი მსხვილი კომპანია>>საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს. ბოლო პერიოდში რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი იყო. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საავტომობილო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა – 449,5 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 81,1%), იუწყება საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი. 2023 წლის იანვარ-ივნისში სულ საქართველოში 554,2 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 6,2%-ით მეტია. რუსეთის გარდა საწვავი საქართველოში შემოაქვთ რუმინეთიდან, თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261316933_117:401:2056:1855_1920x0_80_0_0_c6376238ae29f9bd136c4785f5f69a8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საწვავის ფასები
საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საწვავის ფასები
ოქტომბერში საწვავზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი - კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი
10:53 29.09.2023 (განახლებულია: 17:05 29.09.2023) მსოფლიოში საწვავზე ფასების ზრდაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათგან ძირითადია რიგი ქვეყნების გადაწყვეტილება საწვავის წარმოების შემცირების შესახებ, განაცხადა ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსმა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საწვავზე ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებია, შესაბამისად, ოქტომბერში ზრდის მიმართულებით ფასების კორექციას შეიძლება ველოდოთ, განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების ზრდის პარალელურად ბოლო კვირების განმავლობაში საწვავის ფასები იზრდება საქართველოს ავტოგასამართ სადგურებშიც. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ საკუთარი შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით დროებით შეზღუდა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი. ამ აკრძალვის გამო ქართულ კომპანიებს საწვავის ალტერნატიული ბაზრებიდან შემოტანა მოუწევთ.
„ოქტომბრის თვეშიც შეიძლება გარკვეულწილად ველოდოთ ფასების კორექტირებას ზრდის მიმართულებით. გრძელვადიანი პროგნოზი დამოკიდებული იქნება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე. გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია, თუმცა გარკვეული პერიოდი ალბათ შეიძლება ფასის კორექტირებას ისევ ველოდოთ ზრდის მიმართულებით", – განუცხადა ლექვინაძემ ჟურნალისტებს.
მისი ინფორმაციით, სააგენტო პერიოდულად გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშებს და შეაფასებს არასაბაზრო ფაქტორების გავლენას.
როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, მსოფლიოში საწვავზე ფასის ზრდაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათგან ძირითადია რიგი ქვეყნების გადაწყვეტილება საწვავის წარმოების შემცირების შესახებ.
რუსეთში, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავის ძირითადი ექსპორტიორი იყო, დროებითი შეზღუდვების დაწესება საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე გამოიწვია იმან, რომ საწვავის საბირჟო ფასები რუსეთში რამდენიმე თვე რეკორდულ დონეზე იყო შენარჩუნებული, ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად დაჩქარდა ასევე საცალო ფასებზე.
„ჩვენ 100%-ით საწვავის იმპორტიორი ქვეყანა ვართ. რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს მსოფლიოში საწვავის ფასის ზრდას. ეს არის დიდი ქვეყნების გადაწყვეტილება მოპოვების შემცირების შესახებ, მათ შორის ჩვენი მეზობლის გადაწყვეტილება საწვავის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ; ჩინეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები გაზრდილი მოთხოვნის შესახებ", – განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, ბოლო თვეებში ერთ ტონაზე ფასი 750 დოლარიდან 1.000 დოლარამდე გაიზარდა. „ბრენტის“ ტიპის ნავთობზე ფასი 75 დოლარიდან 95 დოლარამდეა გაზრდილი ერთ ბარელზე.
„იგივე შემიძლია გითხრათ რუსულ საწვავთან დაკავშირებით – 55 დოლარიდან დაახლოებით 80 დოლარამდეა აწეული. ალბათ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არის ის პროცესები, რაც გავლენას ახდენს საქართველოში საწვავის ფასზე, განსხვავებით გასული წლის აპრილი-აგვისტოს პერიოდიდან, როდესაც საქართველოს გააჩნდა და კომპანიებს შეეძლოთ იაფი რესურსის წყალობით უფრო მეტად შეემცირებინათ საწვავის ფასი მომხმარებლისთვის, თუმცა მათ შეინარჩუნეს ფასი", – განაცხადა ლექვინაძემ.
აგვისტოს დასაწყისში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ხუთი მსხვილი რეალიზატორი კომპანია საერთო ჯამში 4 მილიონი ლარით დააჯარიმა "კონკურენციის შესახებ" კანონის დარღვევის გამო.
მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების მიუხედავად საქართველოში საწვავის ღირებულება 2022 წლის მარტ-აგვისტოში მაღალი რჩებოდა.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ბოლო პერიოდში რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი იყო. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საავტომობილო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა – 449,5 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 81,1%), იუწყება საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.
2023 წლის იანვარ-ივნისში სულ საქართველოში 554,2 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 6,2%-ით მეტია. რუსეთის გარდა საწვავი საქართველოში შემოაქვთ რუმინეთიდან, თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან.