პაპუაშვილი: 43-ე ადგილი კორუფციის ინდექსში საქართველოს ძალისხმევას უსვამს ხაზს

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
გამოწერა
საქართველოს წინა წელთან შედარებით ორი პოზიციით დაწინაურდა და რეგიონში ერთერთი ქვეყანაა „კორუფციის დაბალი ინდექსით“
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. გლობალური კორუფციის ინდექსის შედეგები მიუთითებს ხელისუფლების ძალისხმევის ეფექტურობაზე ამ მიმართულებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველომ „გლობალური კორუფციის ინდექსში" 196 ქვეყანას შორის 43-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგს ადგენს შვეიცარიული ორგანიზაცია Global Risk Profile (GRP).
„2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკომისიის რეკომენდაციის სისწორეს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ხაზს უსვამს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, საქართველო გასულ წელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა და რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა „კორუფციის დაბალი ინდექსით".
გლობალური კორუფციის ინდექსი (GCI) მოიცავს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას და ზომავს კორუფციისა და კრიმინალის მდგომარეობას მოხელეთა შორის მთელ მსოფლიოში.
42 საერთაშორისოდ აღიარებულ ცვლადზე დაფუძნებული, იგი მოიცავს ორ ქვეინდექსს როგორც რისკების გლობალური მიმოხილვისთვის, ასევე რისკის უფრო დეტალური შეფასებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0