https://sputnik-georgia.com/20231110/papuashvili-ilia-meoris-kritikas-gamoexmaura-284135272.html
ოპოზიცია ეკლესიას ებრძვის - პაპუაშვილი ილია მეორის კრიტიკას გამოეხმაურა
ოპოზიცია ეკლესიას ებრძვის - პაპუაშვილი ილია მეორის კრიტიკას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერმა საქართველის ევროინტეგრაციის გზაზე ეკლესიის როლი აღნიშნა 10.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-10T17:49+0400
2023-11-10T17:49+0400
2023-11-10T19:03+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
შალვა პაპუაშვილი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603333_0:179:2048:1331_1920x0_80_0_0_7ed87df8f947ebf0af28cadad966740d.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მარგინალური ოპოზიცია არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და იბრძვის ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიულად იყო ქვეყნის კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ოპოზიციის ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია. ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დთქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელთა შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, დეპოლარიზაცია და სხვ.პარლამენტის სპიკერმა მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს ეკლესიას ევროპული გზის მყარი მხარდაჭერისთვის.როგორც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მისი სურვილია, ერის სულიერი მამისგან არ მოისმინოს პოლიტიკური შეფასებები. ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას - ილია მეორე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე>>>პოლიტიკური მოძრაობა „ევროოპტიმისტების" წევრმა რომან გოცირიძემ კი აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის არც ხელისუფლებას და არც ეკლესიას არაფერი გაუკეთებია და მთელ ამ პერიოდში ისინი გამოირჩეოდნენ ანტიდასავლური განცხადებებით. ოპოზიციონერის თქმით, ამაში ამ ორი ინსტიტუტის არანაირი დამსახურება არ არის.საქართველო და ევროკავშირისაქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.მიმდინარე წლის 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საქართველო სტატუსს მიიღებს, თუ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ყველა, 27 ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603333_252:176:2030:1509_1920x0_80_0_0_bd9f35076ea2179dc7601f622190e64f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, შალვა პაპუაშვილი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, შალვა პაპუაშვილი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ოპოზიცია ეკლესიას ებრძვის - პაპუაშვილი ილია მეორის კრიტიკას გამოეხმაურა
17:49 10.11.2023 (განახლებულია: 19:03 10.11.2023) პარლამენტის სპიკერმა საქართველის ევროინტეგრაციის გზაზე ეკლესიის როლი აღნიშნა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მარგინალური ოპოზიცია არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და იბრძვის ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიულად იყო ქვეყნის კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია. ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დთქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელთა შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„ახლაც ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია არის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს არის მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველ ხალხს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და ებრძვის ქართულ ეკლესიას. ესაა რეალური სურათი, რასაც ჩვენ ვხედავთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს ეკლესიას ევროპული გზის მყარი მხარდაჭერისთვის.
„საქართველოს ეკლესია ისტორიულად იყო ჩვენი კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან, მათ შორს დღესაც. როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, ეს არის ის ქრისტიანული კულტურა, რომელიც ისტორიულად მოდის და რამაც ჩამოაყალიბა ევროპა, ადამიანის უფლებების გაგება და ასე შემდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მისი სურვილია, ერის სულიერი მამისგან არ მოისმინოს პოლიტიკური შეფასებები.
პოლიტიკური მოძრაობა „ევროოპტიმისტების" წევრმა რომან გოცირიძემ კი აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის არც ხელისუფლებას და არც ეკლესიას არაფერი გაუკეთებია და მთელ ამ პერიოდში ისინი გამოირჩეოდნენ ანტიდასავლური განცხადებებით. ოპოზიციონერის თქმით, ამაში ამ ორი ინსტიტუტის არანაირი დამსახურება არ არის.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
მიმდინარე წლის 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საქართველო სტატუსს მიიღებს, თუ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ყველა, 27 ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.