https://sputnik-georgia.com/20231110/yvelas-vulocavt-am-warmatebas-ilia-meore-evrokomisiis-gadawyvetilebaze-284125996.html
ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას - ილია მეორე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე
ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას - ილია მეორე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე
Sputnik საქართველო
ქართული ეკლესიის წინამძღოლმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს. 10.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-10T14:03+0400
2023-11-10T14:03+0400
2023-11-10T14:03+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23880/00/238800016_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_b3d5b62f23d842b7813840f5cd4c1c9d.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ და ეს წარმატება ყველას მიულოცა. ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დთქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელთა შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, დეპოლარიზაცია და სხვ. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ღირსეულ წვლილს შეიტანს დიდი ევროპული ოჯახის განვითარებაში. უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საქართველო სტატუსს მიიღებს, თუ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ყველა, 27 ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს. საქართველო და ევროკავშირი საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა. „საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია" - პაპუაშვილი>>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23880/00/238800016_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_11786dabcd874eaef04ad6e39b8aedd2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას - ილია მეორე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე
ქართული ეკლესიის წინამძღოლმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ და ეს წარმატება ყველას მიულოცა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დთქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელთა შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება, განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია", - ბრძანა პატრიარქმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ღირსეულ წვლილს შეიტანს დიდი ევროპული ოჯახის განვითარებაში.
უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საქართველო სტატუსს მიიღებს, თუ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ყველა, 27 ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.