https://sputnik-georgia.com/20231109/saqartvelosi-abortebis-wesebi-icvleba-detalebi-284113795.html
საქართველოში აბორტების წესები იცვლება: დეტალები
საქართველოში აბორტების წესები იცვლება: დეტალები
Sputnik საქართველო
7 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების... 09.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-09T22:44+0400
2023-11-09T22:44+0400
2023-11-10T12:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23820/97/238209776_0:0:2950:1660_1920x0_80_0_0_919b93287cf6336ebcb43623d5376d48.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აბორტების ჩატარების დამატებითი წესები შემოიღო, შესაბამისი ბრძანება უკვე ძალაში შევიდა.საქართველოში აბორტები კვლავ დაშვებულია. ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელია 12 კვირამდე, ხოლო სამედიცინო და სოციალური ჩვენების არსებობის შემთხვევაში - 22 კვირამდე.ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, იცვლება ვადები აბორტის ტიპის მიხედვით. მედიკამენტური აბორტის ჩატარება იქნება შესაძლებელი ორსულობის 7 კვირამდე ვადაში - ნაცვლად 10 კვირის. თუმცა, მედიკამენტური აბორტის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის 10 კვირამდე ვადაში გარკვეული პირობებით.სიახლეს წარმოადგენს იმ კლინიკების გრადაცია, სადაც აბორტის გაკეთებაა შესაძლებელი.7 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ.რაც შეეხება 7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტას, ის ქირურგიული მეთოდით შესაძლებელია განხორციელდეს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს.ამასთან, სავალდებულოა აბორტამდე გაკეთებული ექოსკოპიის დასკვნა და ფოტო პაციენტის პირად საქმეს დაერთოს.გარდა ამისა, ბრძანების თანახმად, ხუთდღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება. კანონით, თითოეულ პაციენტს კონსულტაციის შემდეგ ხუთდღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი ეძლევა. ამასთან ყველა თარიღი - პირველი კონსულტაცია, ვადის ამოწურვა და ორსულობის ხანგრძლივობა პაციენტის დოკუმენტებში ფიქსირდება.სიახლე აბორტის წინა კონსულტაციასაც შეეხება. 2024 წლის 1 იანვრიდან აბორტის წინა კონსულტაცია/გასაუბრება ჩატარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23820/97/238209776_129:0:2750:1966_1920x0_80_0_0_70c524208d23ca50ced659231e6c0e44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოში აბორტების წესები იცვლება: დეტალები
22:44 09.11.2023 (განახლებულია: 12:54 10.11.2023) 7 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აბორტების ჩატარების დამატებითი წესები შემოიღო, შესაბამისი ბრძანება უკვე ძალაში შევიდა.
საქართველოში აბორტები კვლავ დაშვებულია. ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელია 12 კვირამდე, ხოლო სამედიცინო და სოციალური ჩვენების არსებობის შემთხვევაში - 22 კვირამდე.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, იცვლება ვადები აბორტის ტიპის მიხედვით. მედიკამენტური აბორტის ჩატარება იქნება შესაძლებელი ორსულობის 7 კვირამდე ვადაში - ნაცვლად 10 კვირის. თუმცა, მედიკამენტური აბორტის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის 10 კვირამდე ვადაში გარკვეული პირობებით.
სიახლეს წარმოადგენს იმ კლინიკების გრადაცია, სადაც აბორტის გაკეთებაა შესაძლებელი.
7 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ.
რაც შეეხება 7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტას, ის ქირურგიული მეთოდით შესაძლებელია განხორციელდეს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს.
ამასთან, სავალდებულოა აბორტამდე გაკეთებული ექოსკოპიის დასკვნა და ფოტო პაციენტის პირად საქმეს დაერთოს.
გარდა ამისა, ბრძანების თანახმად, ხუთდღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება. კანონით, თითოეულ პაციენტს კონსულტაციის შემდეგ ხუთდღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი ეძლევა. ამასთან ყველა თარიღი - პირველი კონსულტაცია, ვადის ამოწურვა და ორსულობის ხანგრძლივობა პაციენტის დოკუმენტებში ფიქსირდება.
სიახლე აბორტის წინა კონსულტაციასაც შეეხება. 2024 წლის 1 იანვრიდან აბორტის წინა კონსულტაცია/გასაუბრება ჩატარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში.