https://sputnik-georgia.com/20231108/razis-bedi-palestinelebma-unda-gadawyviton-284060635.html
სახელმწიფო დეპარტამენტი: ღაზის ბედი პალესტინელებმა უნდა გადაწყვიტონ
სახელმწიფო დეპარტამენტი: ღაზის ბედი პალესტინელებმა უნდა გადაწყვიტონ
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის ბედი პალესტინელებმა უნდა გადაწყვიტონ... 08.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-08T11:08+0400
2023-11-08T11:08+0400
2023-11-08T11:08+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
აშშ
პოლიტიკა
პალესტინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_629:410:3000:1743_1920x0_80_0_0_049a5aa9a99de18349f0d44b20f8b7db.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის ბედი პალესტინელებმა უნდა გადაწყვიტონ, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა ბრიფინგზე, რითაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს გამოეხმაურა.მანამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, „განუსაზღვრელი ვადით გაინაწილებს საერთო პასუხისმგებლობას ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე“.პატელის თქმით, ვაშინგტონი არ უჭერს მხარს ომის შემდეგ ისრაელის ჯარების მიერ ანკლავის „ხელახლა ოკუპაციას“.ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ, ისევე როგორც ისრაელი, ვერ ხედავს 7 ოქტომბრის მოვლენებამდე არსებულ სტატუს კვოს დაბრუნების შესაძლებლობას.მანამდე პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა, აშშ-ის სახელწიფო მდივან ენტონი ბლინკეთან რამალაში შეხვედრისას, განაცხადა, რომ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია (PA) მზადაა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომის დასრულების შემდეგ, სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორზე ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტის ფარგლებში. ამ გადაწყვეტილებაში მან მოიაზრა იორდანეს დასავლეთ სანაპირო, აღმოსავლეთ იერუსალიმი და ღაზის სექტორი.
აშშ
პალესტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23600/76/236007671_554:0:2979:1819_1920x0_80_0_0_7fe9966c3925afdfebc5099d1a2af4b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, აშშ , პოლიტიკა, პალესტინა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, აშშ , პოლიტიკა, პალესტინა
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის ბედი პალესტინელებმა უნდა გადაწყვიტონ, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა ბრიფინგზე, რითაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს გამოეხმაურა.
მანამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, „განუსაზღვრელი ვადით გაინაწილებს საერთო პასუხისმგებლობას ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე“.
პატელის თქმით, ვაშინგტონი არ უჭერს მხარს ომის შემდეგ ისრაელის ჯარების მიერ ანკლავის „ხელახლა ოკუპაციას“.
„ჩვენი თვალსაზრისით, გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებელი ძალა პალესტინელები უნდა იყვნენ. ღაზა პალესტინის მიწაა და ასეთად დარჩება. ზოგადად ჩვენ, ისევე როგორც ისრაელიც, არ ვუჭერთ მხარს მის ხელახალ ოკუპაციას“, — აღნიშნა პატელმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ, ისევე როგორც ისრაელი, ვერ ხედავს 7 ოქტომბრის მოვლენებამდე არსებულ სტატუს კვოს დაბრუნების შესაძლებლობას.
„ღაზა აღარ უნდა იყოს და არ შეიძლება იყოს პლატფორმა ისრაელის ხალხის ან ვინმეს წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვამუშავებთ შიდა მმართველობის სხვადასხვა სცენარებს <...> იმ დროისათვის, როდესაც ღაზაში კრიზისი დარეგულირდება“, — განმარტა მან.
მანამდე პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა, აშშ-ის სახელწიფო მდივან ენტონი ბლინკეთან რამალაში შეხვედრისას,
განაცხადა, რომ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია (PA) მზადაა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომის დასრულების შემდეგ, სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორზე ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტის ფარგლებში. ამ გადაწყვეტილებაში მან მოიაზრა იორდანეს დასავლეთ სანაპირო, აღმოსავლეთ იერუსალიმი და ღაზის სექტორი.