https://sputnik-georgia.com/20231105/-pamzadaa-airos-pasuxismgebloba-razaze-284001366.html
აბასი: PA მზადაა, სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზაზე
აბასი: PA მზადაა, სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია (PA) მზადაა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომის დასრულების შემდეგ... 05.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-05T19:00+0400
2023-11-05T19:00+0400
2023-11-05T19:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
პალესტინა
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0f/267473548_0:0:3200:1801_1920x0_80_0_0_5b0f7c2c50f3436f631f549defb72979.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია (PA) მზადაა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომის დასრულების შემდეგ, სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორზე ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტის ფარგლებში, განაცხადა პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა აშშ-ის სახელწიფო მდივან ენტონი ბლინკეთან რამალაში შეხვედრისას.აბასის თქმით, ამაში მოიაზრება იორდანეს დასავლეთ სანაპირო, აღმოსავლეთ იერუსალიმი და ღაზის სექტორი.როგორც მან აღნიშნა, უსაფრთხოებისა და მშვიდობის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „პალესტინის სახელმწიფოს“ ტერიტორიებზე ისრაელის სამხედრო მმართველობა შეწყდება და მის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმი აღიარდება.როგორც აღინიშნება, აბასმა ეს განცხადება ანკლავის მომავალთან დაკავშირებული სპეკულაციების ფონზე გააკეთა. ამჟამად საკითხი, თუ ვინ უნდა მართოს ღაზის სექტორი, ძალიან აქტუალურია, ვინაიდან ისრაელმა პირობა დადო, რომ ჰამასს გაანადგურებს.აღმოსავლეთ იერუსალიმის სტატუსი ათწლეულების განმავლობაში იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირებისადმი მიძღვნილ მოლაპარაკებებში. პალესტინელები იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილის დედაქალაქად აღიარებას მოითხოვენ, სადაც სამი მსოფლიო რელიგიის სიწმინდეებია განლაგებული. მათი თქმით, ის მომავალი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა გახდეს. ისრაელი არ ეთანხმება ამ მოთხოვნას და მთელ იერუსალიმს თავის ერთიან და განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტი, რომელიც 15 ნოემბრისთვის იგეგმებოდა, პალესტინური მხარის ინიციატივით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
პალესტინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0f/267473548_469:0:3200:2048_1920x0_80_0_0_4ca8a82788994ae8aa06224452e1dcc8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პალესტინა, აშშ , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პალესტინა, აშშ , პოლიტიკა
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია (PA) მზადაა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომის დასრულების შემდეგ, სრული პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორზე ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტის ფარგლებში, განაცხადა პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა აშშ-ის სახელწიფო მდივან ენტონი ბლინკეთან რამალაში შეხვედრისას.
აბასის თქმით, ამაში მოიაზრება იორდანეს დასავლეთ სანაპირო, აღმოსავლეთ იერუსალიმი და ღაზის სექტორი.
როგორც მან აღნიშნა, უსაფრთხოებისა და მშვიდობის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „პალესტინის სახელმწიფოს“ ტერიტორიებზე ისრაელის სამხედრო მმართველობა შეწყდება და მის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმი აღიარდება.
„მაჰმუდ აბასმა გაიმეორა, რომ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია (PLO), რომელიც მის ეროვნულ ადმინისტრაციას მართავს, პალესტინელი ხალხის ერთადერთი კანონიერი წარმომადგენელი და ამასთან გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღებია. ამით ის დისტანცირდა კონკურენტი პარტია ჰამასისგან — ტერორისტული დაჯგუფებისგან, რომელიც ღაზის სექტორს 2007 წლიდან, სისხლიანი გადატრიალების შედეგად PA-ს გააძევების მომენტიდან მართავდა“, — წერს BBC.
როგორც აღინიშნება, აბასმა ეს განცხადება ანკლავის მომავალთან დაკავშირებული სპეკულაციების ფონზე გააკეთა. ამჟამად საკითხი, თუ ვინ უნდა მართოს ღაზის სექტორი, ძალიან აქტუალურია, ვინაიდან ისრაელმა პირობა დადო, რომ ჰამასს გაანადგურებს.
აღმოსავლეთ იერუსალიმის სტატუსი ათწლეულების განმავლობაში იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირებისადმი მიძღვნილ მოლაპარაკებებში. პალესტინელები იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილის დედაქალაქად აღიარებას მოითხოვენ, სადაც სამი მსოფლიო რელიგიის სიწმინდეებია განლაგებული. მათი თქმით, ის მომავალი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა გახდეს. ისრაელი არ ეთანხმება ამ მოთხოვნას და მთელ იერუსალიმს თავის ერთიან და განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა
ინფორმაცია, რომ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტი, რომელიც 15 ნოემბრისთვის იგეგმებოდა, პალესტინური მხარის ინიციატივით, გაურკვეველი ვადით გადაიდო.