მშენებლობის ღირებულება სექტემბერში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnikსახლის მშენებლობა
სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2023
გამოწერა
თვის ინდექსის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ხელფასების 3,2%-ით გაზრდით.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2023 წლის სექტემბერში, 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით, 1,6%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, თვის ინდექსის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმებულთა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასის 3,2%-ით, ასევე ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის 5,8%-ით ზრდით.
2023 წლის სექტემბერში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10,9%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 28,1%-ით და სამშენებლო მასალების ფასების 6,2%-ით გაზრდით.
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა>>
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0