რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerსაცხოვრებელი სახლის მშენებლობა
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის სამ კვარტალში ექსპლუატაციაში შევიდა 2.153,4 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 2.235 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 21,3%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 11,3%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
2023 წლის სამ კვარტალში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 6,4 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 8,2 ათასი ნებართვა გასცეს.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 1,1%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი 18%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – სექტემბრის სტატისტიკა>>
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 73,5% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
ყველა ახალი ამბავი
0