https://sputnik-georgia.com/20231108/evrokomisiis-rekomendacia-senisvnebi-korufciastan-brzolis-sferosi-284088062.html
ევროკომისიის რეკომენდაცია: შენიშვნები კორუფციასთან ბრძოლის სფეროში
ევროკომისიის რეკომენდაცია: შენიშვნები კორუფციასთან ბრძოლის სფეროში
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო... 08.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-08T23:51+0400
2023-11-08T23:51+0400
2023-11-08T23:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროკომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279000824_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_1a0999f898a9a78b018f2012c5d9054b.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად, ნათქვამია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. დეოლიგარქიზაცია - ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეხუთეა.მაგრამ, ევროკომისიის თვალსაზრისით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად საქართველოს ბევრი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.„შემდგომი ქმედებებია საჭირო, რათა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა სრულყოფილი გახდეს და დაიწყოს მისი იმპლემენტაცია, რათა შედგეს გამოძიებების ნუსხა, სამართლებრივი დევნა, სასამართლო გადაწყვეტილებები იყოს გამოტანილი და საბოლოოდ დადგეს განაჩენი კორუფციულ საქმეებზე, განსაკუთრებით კი მაღალ დონეზე და, კონკრეტულად კი, პოლიტიკურ, სასამართლო და ეკონომიკურ სფეროებში ფართომასშტაბიანი პირადი ინტერესების გავლენის პრობლემის გადასაჭრელად“, - ნათქვამია ანგარიშში.დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის მიერაა შემუშავებული, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა.„ეს სამოქმედო გეგმა დაფუძნებულია ევროკომისიის რეკომენდაციებზე და ვენეციის კომისიის 2023 წლის ივნისის შეფასებაზე, რომ საქართველო უნდა მიჰყვეს სისტემურ მიდგომას, მათ შორის კონკურენციის პოლიტიკის, მედიამრავალფეროვნებასა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის გამკაცრებაში“, - ნათქვამია ანგარიშში.ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების შესაბამისად შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც რამდენიმე ანტიკორუფციულ ფუნქციას ითავსებს.ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა - საქართველო ვენეციის კომისიის დასკვნას არ მიიღებს >>დეოლიგარქიზაციის მისაღწევად სამოქმედო გეგმა შემუშავდა ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე 2023 წლის ოქტომბერში.დოკუმენტი მოიცავს ცვლილებათა პაკეტს, რომელთა იმპლემენტაცია სისტემურად უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობაში, სადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების კონკრეტული ვადებია გაწერილი.ის ეხება შვიდ სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ანტიკორუფციული და ანტიმონოპოლური მიმართულება, ფულის გათეთრების და მედიის პლურალიზმის საკითხები, ასევე მართლმსაჯულების სფეროში გასატარებელი ღონისძიებები.უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. მაშინ სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველო ჯერ კიდევ მაშინ ყველა კრიტერიუმით უსწრებდა უკრაინასა და მოლდოვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279000824_199:0:2930:2048_1920x0_80_0_0_880aafd5338c364331d229fdec77b910.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროკომისია
ახალი ამბები, საქართველო, ევროკომისია
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად, ნათქვამია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. დეოლიგარქიზაცია - ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მეხუთეა.
„საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში გარკვეულ პროგრესს მიაღწია და მომზადების გარკვეულ დონეზეა“, - ნათქვამია ანგარიშში.
მაგრამ, ევროკომისიის თვალსაზრისით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად საქართველოს ბევრი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.
„შემდგომი ქმედებებია საჭირო, რათა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა სრულყოფილი გახდეს და დაიწყოს მისი იმპლემენტაცია, რათა შედგეს გამოძიებების ნუსხა, სამართლებრივი დევნა, სასამართლო გადაწყვეტილებები იყოს გამოტანილი და საბოლოოდ დადგეს განაჩენი კორუფციულ საქმეებზე, განსაკუთრებით კი მაღალ დონეზე და, კონკრეტულად კი, პოლიტიკურ, სასამართლო და ეკონომიკურ სფეროებში ფართომასშტაბიანი პირადი ინტერესების გავლენის პრობლემის გადასაჭრელად“, - ნათქვამია ანგარიშში.
დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის მიერაა შემუშავებული, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა.
„ეს სამოქმედო გეგმა დაფუძნებულია ევროკომისიის რეკომენდაციებზე და ვენეციის კომისიის 2023 წლის ივნისის შეფასებაზე, რომ საქართველო უნდა მიჰყვეს სისტემურ მიდგომას, მათ შორის კონკურენციის პოლიტიკის, მედიამრავალფეროვნებასა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის გამკაცრებაში“, - ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების შესაბამისად შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც რამდენიმე ანტიკორუფციულ ფუნქციას ითავსებს.
დეოლიგარქიზაციის მისაღწევად სამოქმედო გეგმა შემუშავდა ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე 2023 წლის ოქტომბერში.
დოკუმენტი მოიცავს ცვლილებათა პაკეტს, რომელთა იმპლემენტაცია სისტემურად უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობაში, სადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების კონკრეტული ვადებია გაწერილი.
ის ეხება შვიდ სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ანტიკორუფციული და ანტიმონოპოლური მიმართულება, ფულის გათეთრების და მედიის პლურალიზმის საკითხები, ასევე მართლმსაჯულების სფეროში გასატარებელი ღონისძიებები.
უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. მაშინ სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველო ჯერ კიდევ მაშინ ყველა კრიტერიუმით უსწრებდა უკრაინასა და მოლდოვას.