https://sputnik-georgia.com/20231003/veneciis-komisia-deoligarqizaciastan-dakavshirebit-daskvnas-ar-moamzadebs-282893181.html
ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა - საქართველო ვენეციის კომისიის დასკვნას არ მიიღებს
ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა - საქართველო ვენეციის კომისიის დასკვნას არ მიიღებს
Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი ვენეციის კომისიის დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის შესახებ. 03.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-03T10:05+0400
2023-10-03T10:05+0400
2023-10-03T16:10+0400
საქართველო
პოლიტიკა
ვენეციის კომისია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603333_0:179:2048:1331_1920x0_80_0_0_7ed87df8f947ebf0af28cadad966740d.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანო – ვენეციის კომისია ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დასკვნას არ მოამზადებს, რადგან ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა. 23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართა და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასება სთხოვა.მანამდე, 19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, რომელიც ე.წ. პერსონალურ მიდგომას ეყრდნობა. როგორც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.მისი ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი ვენეციის კომისიის დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის ორშაბათს წარედგინა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიაში ასევე გაგზავნილია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, ანტიკორუფციულ ბიუროსთან, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებული დებულებები.„ამ საკითხებზე ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ დასკვნის მოსამზადებლად მეტი დრო დასჭირდება. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ დასკვნა იქნება დეკემბრის დასაწყისში. როგორც წესი, ამ დროს იმართება ხოლმე ვენეციის კომისიის სხდომა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ - შალვა პაპუაშვილმა ევროპულ საბჭოს შეფასებისთვის მიმართა>>>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.„ქართული ოცნება“ მუშაობას მას შემდეგ შეუდგა, რაც გახმოვანდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები.საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603333_252:176:2030:1509_1920x0_80_0_0_bd9f35076ea2179dc7601f622190e64f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ვენეციის კომისია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, ვენეციის კომისია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა - საქართველო ვენეციის კომისიის დასკვნას არ მიიღებს
10:05 03.10.2023 (განახლებულია: 16:10 03.10.2023) პარლამენტის სპიკერის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი ვენეციის კომისიის დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის შესახებ.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანო – ვენეციის კომისია ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დასკვნას არ მოამზადებს, რადგან ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა. 23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართა და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასება სთხოვა.
მანამდე, 19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, რომელიც ე.წ. პერსონალურ მიდგომას ეყრდნობა. როგორც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.
„ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიაში ევროპული კომისიის რჩევით და თხოვნით გავგზავნეთ. ვამბობდით კიდეც, რომ ცოტა უცნაური იყო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის დასკვნა გვეთხოვა. ასეც მოხდა – ვენეციის კომისიისგან პასუხად მივიღეთ, რომ ვინაიდან ეს სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი არ არის, საკითხზე დასკვნის მომზადებას ისინი ვერ შეძლებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი ვენეციის კომისიის დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის ორშაბათს წარედგინა.
„თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს დასკვნის მომზადება მანამდე მიღებულ ცვლილებებზე. ვენეციის კომისია დასკვნაში ახალ ცვლილებებსაც გაითვალისწინებს. კვირის ბოლოს იქნება ვენეციის კომისიის სხდომა და ის დასკვნას წარმოგვიდგენს. შესაბამისად, მომავალი კვირიდან დაიწყება ამ ცვლილებების საკომიტეტო განხილვები და ვენეციის კომისიის დასკვნასთან ერთად გვექნება განხილვის შესაძლებლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიაში ასევე გაგზავნილია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, ანტიკორუფციულ ბიუროსთან, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებული დებულებები.
„ამ საკითხებზე ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ დასკვნის მოსამზადებლად მეტი დრო დასჭირდება. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ დასკვნა იქნება დეკემბრის დასაწყისში. როგორც წესი, ამ დროს იმართება ხოლმე ვენეციის კომისიის სხდომა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„ქართული ოცნება“ მუშაობას მას შემდეგ შეუდგა, რაც გახმოვანდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.