https://sputnik-georgia.com/20231108/evrokomisiis-angarishi-shenishvnebi-saxelmwifo-mmartvelobastan-dakavshirebit-284084214.html
ევროკომისიის ანგარიში - შენიშვნები სახელმწიფო მმართველობასთან დაკავშირებით
ევროკომისიის ანგარიში - შენიშვნები სახელმწიფო მმართველობასთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. 08.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-08T19:56+0400
2023-11-08T19:56+0400
2023-11-08T19:55+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295769_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_7180530b8332c01a00581d030ccae279.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ მიაღწია პროგრესს საჯარო ადმინისტრირებაში, მაგრამ საჭიროა ნორმატიული ბაზა კონკრეტული მიმართულების კანონების მისაღებად, ნათქვამია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიის შეფასებით, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.ევროკომისიის რეკომენდაციაა საქართველომ უზრუნველყოს ნორმატიული და პროცედურული ბერკეტები მტკიცებულებებზე დაფუძნებული მმართველობის პოლიტიკის შემუშავებისთვის. გარდა ამისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა სტაბილური, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის სისტემის უზრუნველსაყოფად, მიაჩნიათ ევროკომისიაში.ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. აღნიშნული რეკომენდაცია მოიცავს სამ სფეროს: საპარლამენტო ზედამხედველობა; საარჩევნო რეფორმა; საჯარო სამსახურის რეფორმა.პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით რეგლამენტში ფუნდამენტური ცვლილებები შევიდა. სრულყოფილი გახდა „მინისტრის საათის“ ფორმატი და საკომიტეტო მოსმენების პროცედურა, შემცირდა სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა. გარდა ამისა, შემუშავდა 2023-2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და ამ სტრატეგიის საფუძველზე 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა.ევროკომისიის ანგარიში - შენიშვნები სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით>>>სამოქმედო გეგმა მოიცავს რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს: დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიას, საჯარო ფინანსური მართვის სტრატეგიას, ციფრული მმართველობის სტრატეგიას, ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიას და ღია მმართველობის სამოქმედო გეგმას.პარლამენტმა ასევე ჩაატარა საარჩევნო რეფორმა, რომლის მიხედვითაც დაინერგა ელექტრონული კენჭისყრა, შემცირდა პარტიული ხარჯები და ამაღლდა ცესკოს წევრების კვალიფიკაცია.რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს, საქართველომ ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251295769_278:0:3009:2048_1920x0_80_0_0_6bc9b298ad7dbf0fc44c31f9c8dde646.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ევროკომისიის ანგარიში - შენიშვნები სახელმწიფო მმართველობასთან დაკავშირებით
ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ მიაღწია პროგრესს საჯარო ადმინისტრირებაში, მაგრამ საჭიროა ნორმატიული ბაზა კონკრეტული მიმართულების კანონების მისაღებად, ნათქვამია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიის შეფასებით, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.
„საქართველო ზომიერად მზად არის საჯარო მმართველობის რეფორმისთვის. გარკვეული პროგრესი იყო მიღწეული სახელმწიფო მმართველობისა და ფინანსების მართვის სტრატეგიებისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმების მომზადებასა და მიღებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკომისიის რეკომენდაციაა საქართველომ უზრუნველყოს ნორმატიული და პროცედურული ბერკეტები მტკიცებულებებზე დაფუძნებული მმართველობის პოლიტიკის შემუშავებისთვის. გარდა ამისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა სტაბილური, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის სისტემის უზრუნველსაყოფად, მიაჩნიათ ევროკომისიაში.
ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. აღნიშნული რეკომენდაცია მოიცავს სამ სფეროს: საპარლამენტო ზედამხედველობა; საარჩევნო რეფორმა; საჯარო სამსახურის რეფორმა.
პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით რეგლამენტში ფუნდამენტური ცვლილებები შევიდა. სრულყოფილი გახდა „მინისტრის საათის“ ფორმატი და საკომიტეტო მოსმენების პროცედურა, შემცირდა სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა. გარდა ამისა, შემუშავდა 2023-2026 წლების საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია და ამ სტრატეგიის საფუძველზე 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმა მოიცავს რიგ ფუნდამენტურ მიმართულებებს: დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიას, საჯარო ფინანსური მართვის სტრატეგიას, ციფრული მმართველობის სტრატეგიას, ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიას და ღია მმართველობის სამოქმედო გეგმას.
პარლამენტმა ასევე ჩაატარა საარჩევნო რეფორმა, რომლის მიხედვითაც დაინერგა ელექტრონული კენჭისყრა, შემცირდა პარტიული ხარჯები და ამაღლდა ცესკოს წევრების კვალიფიკაცია.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს, საქართველომ ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.