ევროკომისიის ანგარიში - შენიშვნები სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Алексей Витвицкий / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2023
გამოწერა
ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ნეგატიურ გავლენაზე, რამაც საქართველოში პროტესტის ტალღა და საერთაშორისო საზოგადოების უარყოფითი რეაქცები გამოიწვია.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება კარგად არის განვითარებული და აქვს თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობა, მაგრამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების ინიციატივამ ზიანი მიაყენა საქმეს, ნათქვამია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიის შეფასებით, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება მიღებული.

„სამოქალაქო საზოგადოება არის კარგად განვითარებული, მრავალფეროვანი, დინამიური და აგრძელებს თავისუფლად საქმიანობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში (პირობა №10), რომელიც თავიდან პარლამენტის მიერ წახალისდა 12 პრიორიტეტის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში ჩართვის გზით, შეფერხდა 2023 წლის მარტში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რეესტრის შექმნის თაობაზე კანონპროექტის მიღებით", - ნათქვამია ანგარიშში.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციებისა და მწვავე საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე პარლამენტიდან გაწვეული იქნა, მან სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობისადმი უნდობლობა მაინც დათესა და გამოიწვია ძირეულ რეფორმებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვაზე ბოიკოტი, ნათქვამია ანგარიშში.
ასევე აღნიშულია, რომ მთავრობამ და პარლამენტმა თანამშრომლობის აღდგენის მიზნით 25 ივლისს და 13 სექტემბერს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან 12 პრიორიტეტის განხორციელების შესახებ ინკლუზიური კონფერენციები გამართა, რათა განეახლებინა კონსტრუქციული ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე - მმართველმა პარტიამ სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრების გაგრძელების შესახებ განცხადება გააკეთა.
სკანდალური კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება 2023 წლის 9 მარტს მიიღეს.
„ქართულმა ოცნებამ" უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის პირობა დადო>>>
საპარლამენტო უმრავლესობამ და კანონპროექტის ინიციატორმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალამ" მაშინ განაცხადა, რომ კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა“.
მათი მტკიცებით, კანონპროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებდნენ, რომ ეს არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
კანონპროექტში ნათქვამი იყო, რომ უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. ასეთი იურიდიული პირებისთვის იგეგმებოდა სპეციალური რეესტრის - უცხოური გავლენების აგენტების რეესტრის შექმნა.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს, საქართველომ ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0