https://sputnik-georgia.com/20231108/evrokomisiis-angarishi-shenishvnebi-polarizaciastan-dakavshirebit-284085246.html
ევროკომისიის ანგარიში - შენიშვნები პოლარიზაციასთან დაკავშირებით
ევროკომისიის ანგარიში - შენიშვნები პოლარიზაციასთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
დეპოლარიზაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი იყო. 08.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-08T20:23+0400
2023-11-08T20:23+0400
2023-11-08T20:43+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24525/35/245253587_0:0:3076:1731_1920x0_80_0_0_403d765dd4225dfb76cde115dfcd2d5b.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეულ დონეს შემდგომი რეფორმების მომზადების გზაზე, მაგრამ პოლიტიკური დაძაბულობა აფერხებს ამ გზას, ნათქვამია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიის შეფასებით, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება მიღებული.შიდაპარტიული დაძაბულობა მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის საქართველოში, ისევე როგორც შეზღუდული კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან, გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და რეფორმების განხორციელებაზე, ნათქვამია ანგარიშში.დეპოლარიზაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი იყო.დეპოლარიზაციის შესახებ რეკომენდაციის შესრულებაზე საუბრისას, ევროკომისია განსაკუთრებით აღნიშნავს დეპოლარიზაციის გამოვლენას საპარლამენტო საქმიანობაში.ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს პარლამენტში თანამშრომლობის პოზიტიურ ასპექტებს, რომელთა შორისაა 2022 წლის ნოემბერში პარლამენტის რეგლამენტში დამტკიცებული ცვლილებები. ცვლილებები ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის პასუხის გაცემის ვადის შემცირებას და სავალდებულო ანგარიშვალდებულების შემოღებას. ცვლილებები ნოემბერში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღეს.გარდა ამისა, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ 2023 წელს პარლამენტმა მიიღო რიგი მნიშვნელოვანი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რომელთა მიმართებითაც გაიმართა კონსულტაციები.ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს რამდენიმე კანონზე, რომელიც მან შეაფასა, როგორც ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელი. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება „საგარეო გავლენის აგენტების შესახებ“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, „მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით.ევროკომისიის ანგარიში - შენიშვნები სახელმწიფო მმართველობასთან დაკავშირებით>>>თუმცა, ევროკომისია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 12 რეკომენდაციაზე ძირითად მუშაობას პარლამენტი ატარებდა, მთავრობის ქმედებებმა რეფორმების პროცესის დაჩქარებისა და კარგი მმართველობის განმტკიცების მიზნით გამოიწვია შეზღუდული პროგრესი ზოგიერთ რეფორმაში, ზოგიერთში კი დააჩქარა პროგრესი.ევროკომისია არ აკონკრეტებს მთავრობის რომელმა ქმედებებმა გამოიწვია რეფორმების შეზღუდული პროგრესი და რომელმა გამოიწვია დაჩქარება.რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს, საქართველომ ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24525/35/245253587_347:0:3076:2047_1920x0_80_0_0_bf717706db8a981cf105a512abfac391.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, პოლიტიკა, ახალი ამბები
ევროკომისიის ანგარიში - შენიშვნები პოლარიზაციასთან დაკავშირებით
20:23 08.11.2023 (განახლებულია: 20:43 08.11.2023) დეპოლარიზაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი იყო.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეულ დონეს შემდგომი რეფორმების მომზადების გზაზე, მაგრამ პოლიტიკური დაძაბულობა აფერხებს ამ გზას, ნათქვამია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიის შეფასებით, ევროპულ საბჭოს მიეცა რეკომენდაცია ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი. გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება მიღებული.
„რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, მთლიანობაში საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური სტრუქტურა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეული დონის მომზადებას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმებისთვის. თუმცა, რეფორმების პროცესს აფერხებს მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობა, ღრმა პოლარიზაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ურთიერთქმედების ნაკლებობა“, - ნათქვამია ანგარიშში.
შიდაპარტიული დაძაბულობა მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის საქართველოში, ისევე როგორც შეზღუდული კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან, გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და რეფორმების განხორციელებაზე, ნათქვამია ანგარიშში.
დეპოლარიზაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი იყო.
დეპოლარიზაციის შესახებ რეკომენდაციის შესრულებაზე საუბრისას, ევროკომისია განსაკუთრებით აღნიშნავს დეპოლარიზაციის გამოვლენას საპარლამენტო საქმიანობაში.
„პარლამენტი სათავეში ჩაუდგა 2022 წლის ივლისში ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 პრიორიტეტული ამოცანის შესრულების ძალისხმევას და შექმნა სამუშაო ჯგუფები აუცილებელი რეფორმების განსახილველად. პარლამენტში მნიშვნელოვანი მრავალპარტიული მუშაობა შეფერხდა მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციის შეზღუდული ჩართვით კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, ასევე ოპოზიციის ნაწილის პერიოდული ბოიკოტით“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს პარლამენტში თანამშრომლობის პოზიტიურ ასპექტებს, რომელთა შორისაა 2022 წლის ნოემბერში პარლამენტის რეგლამენტში დამტკიცებული ცვლილებები. ცვლილებები ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის პასუხის გაცემის ვადის შემცირებას და სავალდებულო ანგარიშვალდებულების შემოღებას. ცვლილებები ნოემბერში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღეს.
გარდა ამისა, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ 2023 წელს პარლამენტმა მიიღო რიგი მნიშვნელოვანი კანონები ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რომელთა მიმართებითაც გაიმართა კონსულტაციები.
ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს რამდენიმე კანონზე, რომელიც მან შეაფასა, როგორც ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელი. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება „საგარეო გავლენის აგენტების შესახებ“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, „მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით.
თუმცა, ევროკომისია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 12 რეკომენდაციაზე ძირითად მუშაობას პარლამენტი ატარებდა, მთავრობის ქმედებებმა რეფორმების პროცესის დაჩქარებისა და კარგი მმართველობის განმტკიცების მიზნით გამოიწვია შეზღუდული პროგრესი ზოგიერთ რეფორმაში, ზოგიერთში კი დააჩქარა პროგრესი.
ევროკომისია არ აკონკრეტებს მთავრობის რომელმა ქმედებებმა გამოიწვია რეფორმების შეზღუდული პროგრესი და რომელმა გამოიწვია დაჩქარება.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს, საქართველომ ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.